გოჩა მირცხულავა: ქვეყანაში 90-იან წლებზე საზარელი მდგომარეობაა!
არჩილ იაკობაშვილი შალვა პაპუაშვილის პასუხად: ევროკავშირს „ქართული ოცნების“ განცხადებები ვერ დაანგრევს - „ეს რუსეთის ნარატივია“
საია - პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება უხეშად არღვევს მათი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას
პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border

ახლო აღმოსავლეთში ორწლიანი ომის შემდეგ, კათოლიკე მორწმუნეები ბეთლემში შობის აღსანიშნავად კვლავ შეიკრიბნენ

ნახვები: 362 ახლო აღმოსავლეთში ორწლიანი ომის შემდეგ, კათოლიკე მორწმუნეები ბეთლემში შობის აღსანიშნავად კვლავ შეიკრიბნენ

კათოლიკე მორწმუნეები, ახლო აღმოსავლეთში ორწლიანი ომის შემდეგ, ბეთლემში, მანგერის მოედანზე შობის აღსანიშნავად კვლავ შეიკრიბნენ.

ბეთლემში ომის დროს შობას აღარ აღნიშნავდნენ. ოთხშაბათს კი მანგერის მოედანზე გიგანტური ნაძვის ხე დაბრუნდა და ომის დროს ნანგრევებითა და ეკლიანი მავთულხლართებით გარშემორტყმული ჩვილი იესოს შობის სცენა დროებით ჩაანაცვლა.

მედიის ინფორმაციით, ბეთლემის სთარ სთრითზე გამართულ აღლუმში ასობით ადამიანი მონაწილეობდა, მოედანზე კი უამრავი ხალხი შეიკრიბა.

ამასთან, რომის პაპმა ლეო XIV-მ წმინდა პეტრეს ბაზილიკში შუაღამის საშობაო წირვა პირველად აღავლინა.

წმინდა პეტრეს ტაძარში, პუანსეტიებით მორთულ უზარმაზარ ბაზილიკაში, წირვას დაახლოებით 6000 ადამიანი დაესწრო, 5000 ადამიანი კი წირვას გარეთ, მოედანზე, გიგანტურ ეკრანებზე ადევნებდა თვალს.

დღეს რომის პაპი შობის დღის წირვას აღავლენს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა