გოჩა მირცხულავა: ქვეყანაში 90-იან წლებზე საზარელი მდგომარეობაა!
არჩილ იაკობაშვილი შალვა პაპუაშვილის პასუხად: ევროკავშირს „ქართული ოცნების“ განცხადებები ვერ დაანგრევს - „ეს რუსეთის ნარატივია“
საია - პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება უხეშად არღვევს მათი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას
პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border

მიხაილ პოდოლიაკი - რამდენიმე ქვეყანა მზადაა, ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში თავისი სამშვიდობო კონტინგენტი გაგზავნოს

ნახვები: 377 მიხაილ პოდოლიაკი - რამდენიმე ქვეყანა მზადაა, ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში თავისი სამშვიდობო კონტინგენტი გაგზავნოს

რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის, საფრანგეთი, გერმანია, თურქეთი და გაერთიანებული სამეფო მზადაა, ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში თავისი სამშვიდობო კონტინგენტი გაგზავნოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა Novyi.LIVE-თან ინტერვიუში განაცხადა.

პოდოლიაკის თქმით, უკრაინამ ეს ტვირთი მხოლოდ საკუთარ თავზე არ უნდა აიღოს და საერთაშორისო პარტნიორებმა რუსეთის შეკავებაში მონაწილეობა უნდა მიიღონ.

„ისმის კითხვა: ვინ დააფინანსებს ყველაფერს? ვინ იქნება იქ, რომ ყველაფერი ერთიან სისტემაში ინტეგრირდეს და ვინ გაუძღვება რუსეთის შეკავების პროცესებს? შემდეგ კი ჩნდება კითხვა, რომ ამით დაინტერესებული ქვეყნების წარმომადგენლებიც უნდა იყვნენ იქ“, –  აღნიშნა პოდოლიაკმა.

მისი თქმით, მაგალითად, თურქეთისთვის მნიშვნელოვანია „არ დაუშვას იმის განმეორება, რაც აზარალებს ბიზნესს და შავ ზღვაში ეკონომიკურ პრობლემებს ქმნის.”

„ეს ომი საბოლოოდ ევროპული სივრცის სრულ რესტრუქტურიზაციას გამოიწვევს. უკრაინა, რაც შეიძლება სწრაფად დაიძრება ევროპისკენ, ევროპა კი თავის ამჟამინდელ ცხოვრების წესს გადააფასებს. ის იქნება უფრო ასკეტური, თავდაცვაზე ორიენტირებული და ანტირუსული”, – განაცხადა პოდოლიაკმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა