გოჩა მირცხულავა: ქვეყანაში 90-იან წლებზე საზარელი მდგომარეობაა!
არჩილ იაკობაშვილი შალვა პაპუაშვილის პასუხად: ევროკავშირს „ქართული ოცნების“ განცხადებები ვერ დაანგრევს - „ეს რუსეთის ნარატივია“
საია - პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება უხეშად არღვევს მათი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას
პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border

დონალდ ტრამპი- აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა „მძლავრი და სასიკვდილო“ დარტყმები მიიტანეს ნიგერიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებზე

ნახვები: 370 დონალდ ტრამპი- აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა „მძლავრი და სასიკვდილო“ დარტყმები მიიტანეს ნიგერიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებზე

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინფორმაციით, აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა „მძლავრი და სასიკვდილო“ დარტყმები მიიტანეს ნიგერიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებზე. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელ „თრუს სოშიალში“ დაწერა.

მისი თქმით, აშშ-მა დარტყმები მიიტანა ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ტერორისტული დაჯგუფების კუთვნილ ინფრასტრუქტურაზე. ტრამპის თქმით, ნიგერიაში მოქმედი ტერორისტები „მრავალი წლის, თუ არა ასწლეულების განმავლობაში, სასტიკად ხოცავდნენ ხალხს და პირველ რიგში უდანაშაულო ქრისტიანებს“.

„მანამდე მე ვაფრთხილებდი ამ ტერორისტებს, რომ თუ ისინი არ შეაჩერებენ ხოცვა-ჟლეტას, მათ მოუწევთ ძვირი საფასურის გადახდა, და დღეს საღამოს ეს მოხდა“,- წერს დონალდ ტრამპი.

ტრამპის განცხადებით, მისი ხელმძღვანელობის პირობებში, „აშშ რადიკალური ისლამის აყვავებას არ დაუშვებს.“

ცნობისთვის, ნოემბრის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტი ამბობდა, რომ ნიგერიაში ქმედებებს რამდენიმე ვარიანტს განიხილავდა, მათ შორის ქვეყენაში სამხედრო ძალების შეყვანას ან ავიადარტყმებს.

„სიენენის“ ცნობით, 2025 წელს ნიგერიაში რელიგიურ ნიადაგზე რამდენიმე მასობრივი მკვლელობა მოხდა. აპრილში ნიგერიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ქრისტიანების კუთვნილ დასახლებებზე თავდასხმის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა. ივნისში სოფელ იელვატში, სადაც ძირითადად ქრისტიანები ცხოვრობენ, 100 ადამიანი მოკლეს.

ნიგერიაში ასევე ხშირია სკოლებიდან მოსწავლეების გატაცების შემთხვევებიც. ნოემბრის ბოლოს კათოლიკური სკოლიდან ტერორისტებმა გაიტაცეს 303 ბავშვი. მოგვიანებით მათი გათავისუფლება მოხერხდა. ბოლო 130 მოწაფე ტყვეობიდან 21 დეკემბერს გათავისუფლდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა