გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი კობახიძის განცხადებაზე - ეს ბუნდოვანია - პირიქით არის: მწარმოებლების და სადისტრიბუციო კომპანიების პრობლემებზე ჩვენ მიერ იქნა მოთხოვნები დაყენებული - მზად ვართ, აქტიურად ჩავერთოთ პროცესში

ნახვები: 439 დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი კობახიძის განცხადებაზე - ეს ბუნდოვანია - პირიქით არის: მწარმოებლების და სადისტრიბუციო კომპანიების პრობლემებზე ჩვენ მიერ იქნა მოთხოვნები დაყენებული - მზად ვართ, აქტიურად ჩავერთოთ პროცესში

დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა რიჟამაძე პრემიერის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას პასუხობს და აღნიშნავს, რომ მზად არის სასურსათო ფასებთან დაკავშირებულ საკითხზე, პარლამენტის სპეციალური კომისიის მუშაობაში ჩაერთოს.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მისთვის „ბუნდოვანი და გაურკვეველი" იყო პრემიერის განცხადების ის ნაწილი, სადაც ის აღნიშნავს, რომ „დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი არის რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი“.

როგორც რიჟამაძე განმარტავს, პრემიერს ინფორმაცია არასწორად მიაწოდეს, ვინაიდან ასოციაციის შექმნის დღიდან, ღიად საუბრობენ მწარმოებლების და სადისტრიბუციო კომპანიების წინაშე არსებულ პრობლემებზე და მოითხოვენ, რაც შეიძლება მალე მიიღონ კანონი სასურსათო ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით.

„ჩვენთვის ეს ბუნდოვანი და გაურკვეველი იყო. ალბათ, არასწორად მიაწოდეს ინფორმაციას პრემიერს. ასოციაციის პრეზიდენტი ბოლო 2 წელი მე ვარ. კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ წლებია ვითხოვთ ამ კანონის მიღებას, მივუთითებთ ზუსტად იმ პრობლემებზე, რაც პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებაში იყო. ჩვენ ვითხოვდით ამას, პირიქით არის, მწარმოებლების და სადისტრიბუციო კომპანიების წინაშე არსებულ პრობლემებზე ჩვენს მიერ იქნა ეს მოთხოვნები დაყენებული. ჩვენ მიერ იქნა ის ინფორმაცია მიწოდებული, რაც დაწესებულ გადასახადებთან დაკავშირებით გაჟღერდა. ეს ქმნიდა პრობლემას ფასის ფორმულირებაში.

ჩვენ წლებია ამას ვცდილობთ, გვინდა წარვუდგინოთ ინფორმაცია იმ პრობლემების შესახებ, რის წინაშე არის მწარმოებლები და სადისტრიბუციო კომპანიები.

რა თქმა უნდა, მზად ვართ აქტიურად ჩავერთოთ და მივაწოდოთ ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია, პირიქით, ჩვენი მიზანია, ეს კანონი მიღებული იყოს რაც შეიძლება მალე. კარგი კომპლექსური გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული სხვადასხვა ქვეყნის მაგალითის შესაბამისად. ამას ვითხოვთ ასოციაციის დაარსების დღიდან“,- აღნიშნავს ლაშა რიჟამაძე.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სასურსათო პროდუქტებზე ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც დიდია. ირაკლი კობახიძის თქმით, სხვაობას სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი განაპირობებს, რომელიც საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. პრემიერმა სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხი შეისწავლონ და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები. კობახიძემ ასევე, პარლამენტს სთხოვა, საკითხის შესაფასებლად, საპარლამენტო კომისია შექმნას. თავის მხრივ, სუს-მა განაცხადა, რომ სურსათის ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს, ისე როგორც საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა, პარლამენტში სპეციალური კომისია შექმნას.

ამასთან, დღეს პრემიერმა აღნიშნა, რომ დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი არის რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი.

„კეთილი ინებოს, მივიდეს პარლამენტში და დაასაბუთოს, რომ ეს ფასნამატი არის სწორი, ჯანსაღი, არ ეფუძნება კარტელურ გარიგებებს“.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა