გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

ადვოკატი - ოთარ ფარცხალაძის მიმართ ბრალდებები უსაფუძვლოა, ვერ გაუძლებს სამართლიანი სასამართლო განხილვის სტანდარტებს

ნახვები: 402 ადვოკატი - ოთარ ფარცხალაძის მიმართ ბრალდებები უსაფუძვლოა, ვერ გაუძლებს სამართლიანი სასამართლო განხილვის სტანდარტებს

ოთარ ფარცხალაძის მიმართ წარდგენილი ბრალდებები არის უსაფუძვლო და სამართლებრივ რეალობას მოკლებული. დაცვის მხარე სრულად უარყოფს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ვერსიას და აცხადებს, რომ იგი ვერ გაუძლებს სამართლიანი სასამართლო განხილვის სტანდარტებს , - ამის შესახებ ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ რომანოვ ფარცხალაძის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „მასალების გაცნობის, მტკიცებულებების დეტალური ანალიზისა და დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლოს პირობებში სიმართლე აუცილებლად გამოაშკარავდება, ხოლო ბრალდების მხარის ყველა უსაფუძვლო ბრალდება მიიღებს სამართლებრივად სწორ პასუხს“.

„2025 წლის 29 დეკემბერს ოფიციალურად ჩამბარდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის, ოთარ ფარცხალაძის, ბრალდების შესახებ დადგენილება, თუმცა ამ დრომდე დაცვის მხარეს არ გადმოგვცემია საქმის მასალები, რის გარეშეც შეუძლებელია ბრალდების შინაარსის სრულფასოვანი, ობიექტური და სამართლებრივი შეფასება.

ამასთან დაკავშირებით საჭიროდ ვთვლი მკაფიოდ და ცალსახად განვაცხადო: პირველ რიგში, კატეგორიულად ვემიჯნებით აღნიშნული საქმის პოლიტიკურ კონტექსტში გადატანის ნებისმიერ მცდელობას. სამართლებრივი პროცესი არ და ვერ იქნება გამოყენებული პოლიტიკური დღის წესრიგის ან საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების ინსტრუმენტად.

მეორე და პრინციპულად მნიშვნელოვანი – ოთარ ფარცხალაძის მიმართ წარდგენილი ბრალდებები არის უსაფუძვლო და სამართლებრივ რეალობას მოკლებული. დაცვის მხარე სრულად უარყოფს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ვერსიას და აცხადებს, რომ იგი ვერ გაუძლებს სამართლიანი სასამართლო განხილვის სტანდარტებს.

დაცვას აქვს რწმენა, რომ საქმის მასალების გაცნობის, მტკიცებულებების დეტალური ანალიზისა და დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლოს პირობებში სიმართლე აუცილებლად გამოაშკარავდება, ხოლო ბრალდების მხარის ყველა უსაფუძვლო ბრალდება მიიღებს სამართლებრივად სწორ პასუხს.

დაცვა გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ ყველა საშუალებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქმის ობიექტური განხილვა და სრულად დაცული იყოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებები“,- განაცხადა გაგი მოსაიშვილმა.

შეგახსენებთ, ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარედგინება. აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე ისაუბრა და განმარტა, რომ ჯანგველაძის მკვლელობის საქმე სრულად გახსნილია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა