გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

ევროკავშირის უვიზო რეჟიმის შეჩერების განახლებული მექანიზმი ძალაში შევიდა

ნახვები: 357 ევროკავშირის უვიზო რეჟიმის შეჩერების განახლებული მექანიზმი ძალაში შევიდა

ევროკავშირის ახალი მექანიზმი მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ ძალაში დღეიდან შედის.

ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2025 წლის ივნისში, ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი, ევროკომისიის წინადადების საფუძველზე, ვიზების შეჩერების უფრო ძლიერ და მოქნილ მექანიზმზე შეთანხმდნენ.

„ეს საშუალებას მისცემს ევროკავშირს უკეთ გაუმკლავდეს უვიზო სქემებთან დაკავშირებულ გამოწვევებს, უვიზო რეჟიმების შეჩერების ახალი საფუძვლებით, შეჩერების მექანიზმის ასამოქმედებლად უფრო დაბალი ზღვარით, ასევე უფრო სწრაფი და მოქნილი პროცედურით. შეჩერების გადახედილი მექანიზმი ძალაში 2025 წლის 30 დეკემბერს შევა“, - აღნიშნულია ევროკომისიის განცხადებაში.

ევროკომისიამ 19 დეკემბერს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში მე-8 ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ კომისიამ შეშფოთება გამოთქვა საქართველოში ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების სერიოზული დარღვევების, მათ შორის დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპების დარღვევის შესახებ და არაერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები ამ საკითხების მოსაგვარებლად და კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად.

„ამის მიუხედავად, საქართველომ დაარღვია ვიზა ლიბერალიზაციის დიალოგის დროს აღებული მრავალი ვალდებულება და ვერ შეასრულა ვიზების შეჩერების მეშვიდე მექანიზმის ანგარიშის რეკომენდაციები. ამ უკუსვლის სისტემური და მიზანმიმართული ხასიათის გათვალისწინებით, კომისია განიხილავს შესაბამის ზომებს ვიზების შეჩერების განახლებული მექანიზმის ფარგლებში, რომელიც ძალაში შევა 2025 წლის 30 დეკემბერს. ახალი წესების მიხედვით, პირველ ეტაპზე ვიზის შეჩერება შესაძლოა შეეხოს საქართველოს მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, რომლებიც ძირითადად პასუხისმგებელნი არიან რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე. ამჟამად მოქმედი წესებისგან განსხვავებით, ახალი წესები უზრუნველყოფს ვიზების ერთგვაროვნად შეჩერებას ევროკავშირის წევრ ყველა სახელმწიფოში; დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის გამონაკლისი ორმხრივ უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით აღარ იქნება შესაძლებელი, როგორც კი ვიზების მოთხოვნა ევროკავშირის დონეზე ამ ჯგუფებისთვის ხელახლა დაწესდება. მეორე ეტაპზე, თუ პრობლემები არ მოგვარდება საქართველოს ხელისუფლების მიერ, ვიზის შეჩერება შესაძლოა მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს. საბოლოო ჯამში, საქართველომ შესაძლოა სრულად დაკარგოს უვიზო მიმოსვლის სტატუსი და გადავიდეს ევროკავშირის მიერ შედგენილ იმ მესამე ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებს ვიზა სჭირდებათ“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა