არჩილ იაკობაშვილი შალვა პაპუაშვილის პასუხად: ევროკავშირს „ქართული ოცნების“ განცხადებები ვერ დაანგრევს - „ეს რუსეთის ნარატივია“
საია - პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება უხეშად არღვევს მათი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას
პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active

ლევან ხაბეიშვილი - თუ მიპირებთ ჩამოხრჩობას, ვიცოდე მაინც!

ნახვები: 387 ლევან ხაბეიშვილი - თუ მიპირებთ ჩამოხრჩობას, ვიცოდე მაინც!

სასამართლოს ჩატარება არ უნდათ. ასეთი რამ არ მინახავს. მეხუთე თვე დაიწყო და სასამართლო ვერ ჩავატარეთ. თუ მიპირებთ ჩამოხრჩობას, ვიცოდე მაინც, - ასე გამოეხმაურა სასამართლო პროცესზე ბრალდებული პოლიტიკოსი, ლევან ხაბეიშვილი მისი სასამართლო სხდომის გადადებას.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია „მართლსაჯულება დადგეს სწრაფად“, რადგანაც დასამალი არაფერი აქვს.

„პროკურორი იმას კი არ მედავება, რომ მე რამეს ჩუმად ვაკეთებდი, დანაშაული ჩავიდინე თუ არა. თვენახევარი გადამიდეს სასამართლო იმის გამო, რომ თურმე უნდა დაედასტურებინათ, ეთერში როცა ვიყავი, ნამდვილად მე რომ ვიყავი. ანუ მე რომ მე ვიყავი, ამის გამო თვენახევარი საკანში მამყოფეს. ახლაც მივიდა პროკურორი და ამბობს, გადავდოთო. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ბოლო ბოლო, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ეს მალე უნდა მოხდეს. არ მაქვს ბატონო [პრეტენზია] სადავოობაზე, ჩემი სატელევიზიო განცხადება არის ჩემი სატელევიზიო განცხადება. საერთოდ, საჯარო პოლიტიკურ განცხადებას რომ განიხილავთ აქ, ეს არის დიდი უბედურება. თქვენ რომ მედავებოდეთ, ჩუმად რაღაც გააკეთეო, მაშინ მე ვიტყოდი, ან „კი“-ს ან „არა“-ს, მაგრამ არ მედავებით რამეს ჩუმად კეთებას და ტელევიზორში რაც ვილაპარაკე თქვენ კი არა, მთელმა საქართველომ იცის. რამე კი არ დამიმალავს. ამიტომ მნიშვნელოვანია სწრაფად ჩატარდეს სასამართლო პროცესები. ხომ შეიძლებოდა ის გდდ-ს თანამშრომელი მოგეყვანათ დღეს? ჩემი თხოვნაა, რომ სწრაფად დავიწყოთ განხილვა. 4 თვეა წინ ვერ წავიწიეთ, გაგვასწრო 3 თვით ადრე დაწყებულმა საქმეებმა. საქმე იმაშია, რომ ვერ გავმტყუნდები, მალე მინდა დადგეს ეს მართლმსაჯულება. ბოლო ბოლო გავიგოთ ყველამ, საჯარო ლაპარაკი დანაშაული არის თუ არა. პოლიტიკოსის საჯარო განცხადება არის თუ არა დანაშაული, ეს ჩემთვისაც საინტერესოა. აქამდე არ ვიცოდი, რომ ლაპარაკი იყო დანაშაული. არ ვიცოდი, რომ ივნისში გაკეთებულ განცხადებაზე სექტემბერში დამიჭერდით, რას ელოდებოდით, კაცო?!“, - განაცხადა ხაბეიშვილმა პროცესზე.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ედავებიან, რომ უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდება განახორციელა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა