არჩილ იაკობაშვილი შალვა პაპუაშვილის პასუხად: ევროკავშირს „ქართული ოცნების“ განცხადებები ვერ დაანგრევს - „ეს რუსეთის ნარატივია“
საია - პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება უხეშად არღვევს მათი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას
პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ემზადება ორივე ვარიანტისთვის, დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის ან შემდგომი აქტიური თავდაცვისთვის

ნახვები: 360 ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ემზადება ორივე ვარიანტისთვის, დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის ან შემდგომი აქტიური თავდაცვისთვის

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რეფორმები გაგრძელდება. ზელენსკის თქმით, მომავალ კვირაში დაგეგმილია შეხვედრები ევროპაშიც.

„ვემზადებით დიპლომატიური კვირისთვისაც  – იქნება შეხვედრები ევროპაში, რომლებიც უკრაინისთვის უნდა გახდეს კიდევ ერთი კონტრიბუცია ჩვენს თავდაცვაში და ომის დასრულებასთან დაახლოებაში. უკრაინა ემზადება მოვლენების განვითარების ორივე ვარიანტისთვის: დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ან შემდგომი აქტიური თავდაცვისთვის, თუ პარტნიორების ზეწოლა რუსეთზე არასაკმარისი აღმოჩნდება. უკრაინა ისწრაფვის მშვიდობისკენ, მაგრამ თავის ძალას უკრაინა არავის დაუთმობს“, – განაცხადა უკრაინის  პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ესაუბრა პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოს და 5 იანვარს მინისტრთა კაბინეტის სხდომა იქნება მოწვეული.

„მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებები გაგრძელდეს. დეტალურად ვიმუშავეთ უსაფრთხოების მიმართულებით. უკრაინის სახელმწიფო საზღვრის სამსახური შეიცვლება. ასევე, განვიხილეთ შინაგან საქმეთა მინისტრთან, კლიმენკოსთან შესაბამისი ცვლილებების მიმართულებები“, – აღნიშნა  ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა