არჩილ იაკობაშვილი შალვა პაპუაშვილის პასუხად: ევროკავშირს „ქართული ოცნების“ განცხადებები ვერ დაანგრევს - „ეს რუსეთის ნარატივია“
საია - პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება უხეშად არღვევს მათი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას
პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active

„ტელეგრაფი“ - მადუროს სამარცხვინო მარცხმა რუსეთის იმიჯს დამამცირებელი დარტყმა მიაყენა

ნახვები: 389 „ტელეგრაფი“ - მადუროს სამარცხვინო მარცხმა რუსეთის იმიჯს დამამცირებელი დარტყმა მიაყენა

მადუროს სამარცხვინო მარცხმა რუსეთის იმიჯს დამამცირებელი დარტყმა მიაყენა, – ამის შესახებ „ტელეგრაფი“ წერს.

როგორც გამოცემის მიმომხილველი სამუელ რამანი წერს, კრემლის რიტორიკა ასახავდა მის მტკიცე პარტნიორობას მადუროს რეჟიმთან. „ამან ასევე გამოავლინა კიდევ ერთი არასასიამოვნო სიმართლე მოსკოვისთვის. მადუროს სამარცხვინო დაცემამ დამამცირებელი დარტყმა მიაყენა რუსეთის საერთაშორისო პრესტიჟს და მის მისწრაფებებს ლათინურ ამერიკაში გავლენის მოპოვებისკენ“, – წერს ის.

„ტელეგრაფის“ ცნობით, კრემლის მომხრე კომენტატორები ამაყობდნენ, რომ ვენესუელაში რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები აშშ-ის აგრესიას აკავებდა, მაგრამ მათი პროგნოზები არ გამართლდა.

„ამან, შეიძლება, შეაფერხოს რუსეთის ომისშემდგომი მცდელობები, ხელახლა გახდეს წამყვანი საერთაშორისო იარაღის მიმწოდებელი და შეასუსტოს მოსკოვის გავლენა ოდესღაც სანდო იარაღის მყიდველებზე, როგორიცაა ინდოეთი. მადუროს დამხობით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დამამცირებელი დარტყმა მიაყენა ვლადიმერ პუტინს. ეს იყო ძალის მნიშვნელოვანი დემონსტრირება ტრამპის მცდელობაში, აიძულოს რუსი დიქტატორი, დაასრულოს ომი უკრაინაში“, – წერს გამოცემა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა