არჩილ იაკობაშვილი შალვა პაპუაშვილის პასუხად: ევროკავშირს „ქართული ოცნების“ განცხადებები ვერ დაანგრევს - „ეს რუსეთის ნარატივია“
საია - პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება უხეშად არღვევს მათი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას
პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active

ემანუელ მაკრონი - შესაძლოა, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ საფრანგეთმა უკრაინაში რამდენიმე ათასი ჯარისკაცი გაგზავნოს

ნახვები: 353 ემანუელ მაკრონი - შესაძლოა, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ საფრანგეთმა უკრაინაში რამდენიმე ათასი ჯარისკაცი გაგზავნოს

შესაძლოა, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ საფრანგეთმა უკრაინაში რამდენიმე ათასი ჯარისკაცი გაგზავნოს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ France 2-თან ინტერვიუში განაცხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ფრანგი ჯარისკაცები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემდეგ რუსეთ-უკრაინის საზღვრის კონტროლის ოპერაციებში მიიღებენ მონაწილეობას, რათა შესაძლო დარღვევები დააფიქსირონ.

„მრავალეროვნულ ძალებში ჩვენი მონაწილეობის შესახებ მზადყოფნა გამოვხატეთ. მსურს, ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრა, რომ ეს ძალები საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას არ მიიღებენ“, - განაცხადა მაკრონმა.

ამასთან, იტალიის მთავრობის ცნობით, ქვეყანა უკრაინაში უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში ჯარებს არ გაგზავნის.

„პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ უკრაინის მხარდაჭერა დაადასტურა და გარანტიების საკითხზე კიდევ ერთხელ გაიმეორა მთავრობის პოზიცია, რომელიც იტალიის ჯარების ადგილზე განთავსების გამორიცხვას გულისხმობს“, - ნათქვამია იტალიის მთავრობის განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა