ლევან ხაბეიშვილი -„ხარება“ არათუ მონაწილეობდა ჩემზე თავდასხმაში, ვიდეოს იღებდა, უნდოდა მეთქვა, რომ ვარ „ჩმორი“ და მაშინ აღარ დამარტყამდნენ
გელა ხასაიასა და მასთან ერთად დაკავებულ ვასილ ქერდიყოშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
ლევან ხაბეიშვილი - მე მთავარი ოპოზიციური პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ვარ და განცხადებას პოლიტიკურ საბჭოსთან შეთანხმებით ვაკეთებდი, რომელიც პოლიტიკური დაპირება იყო - ვახმოვანებდი 120 კაცის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას
ბადრი ჯაფარიძე - სონატა კოლტერთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ მნიშვნელობაზე, რომელიც აქვს აშშ-ს საქართველოს უსაფრთხოებისთვის და ეკონომიკური განვითარებისთვის
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ – სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციისთვის შექმნილი მდინარაძის ახალი თანამდებობა კანონიერების პრინციპს და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ძალიან კარგი საუბარი მქონდა დონალდ ტრამპთან
მოსკოვზე, იაროსლავსა და როსტოვზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
ვოლოდიმირ ზელენსკი - უცნაურია ზოგიერთი ქვეყნის ლიდერის სურვილი, მოსკოვს ეწვიოს ამ დღეებში - არ გირჩევთ

სტივ უიტკოფი - ძირითადად დავასრულეთ მუშაობა უსაფრთხოების პროტოკოლებზე - მიწის საკითხი ყველაზე კრიტიკულ საკითხად რჩება

07.01.2026 ნახვები: 321

ძირითადად დავასრულეთ მუშაობა უსაფრთხოების პროტოკოლებზე, რომელიც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ უკრაინის მოსახლეობამ იცოდეს, რომ როდესაც ეს დასრულდება, სამუდამოდ დასრულდება, - ამის შესახებ აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან ახლოს არიან „კეთილდღეობის შეთანხმებაზე“ მუშაობის დასრულებასთან.

„ძალიან, ძალიან ახლოს ვართ კეთილდღეობის შეთანხმების დასრულებასთან, რომელიც იქნება ყველაზე ძლიერი, რაც კი ოდესმე მოლაპარაკებულა მსგავსი კონფლიქტებიდან გამოსული ქვეყნების მიერ და რომელიც, ვიმედოვნებთ, უზარმაზარ შესაძლებლობებს გახსნის უკრაინელი ხალხისთვის“, - აღნიშნა უიტკოფმა.

მისი განმარტებთ ეს პროტოკოლები მოიცავს უკრაინაში შემდგომი თავდასხმების შეჩერებას და ქვეყნის დაცვას, თავდასხმების შემთხვევაში.

უიტკოფის განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს, რომ მკვლელობები შეწყდეს.

„ჩვენ აქ ვართ სამშვიდობო პროცესში შუამავლობისა და დახმარებისთვის და მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა ამ მიზნის მისაღწევად. პრეზიდენტი ტრამპი მტკიცედ და მხურვალედ თვლის, რომ ეს მკვლელობები უნდა შეწყდეს, რომ ხოცვა-ჟლეტა უნდა შეწყდეს“, - აღნიშნა უიტკოფმა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ „მიწის საკითხი ყველაზე კრიტიკულ საკითხად რჩება“ და რომ ამ საკითხზე დისკუსიას გააგრძელებენ.

„იმედია, შევძლებთ შეხვედრას ან გარკვეულ კომპრომისებზე წასვლას ამ საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნა უიტკოფმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა