ლევან ხაბეიშვილი -„ხარება“ არათუ მონაწილეობდა ჩემზე თავდასხმაში, ვიდეოს იღებდა, უნდოდა მეთქვა, რომ ვარ „ჩმორი“ და მაშინ აღარ დამარტყამდნენ
გელა ხასაიასა და მასთან ერთად დაკავებულ ვასილ ქერდიყოშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
ლევან ხაბეიშვილი - მე მთავარი ოპოზიციური პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ვარ და განცხადებას პოლიტიკურ საბჭოსთან შეთანხმებით ვაკეთებდი, რომელიც პოლიტიკური დაპირება იყო - ვახმოვანებდი 120 კაცის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას
ბადრი ჯაფარიძე - სონატა კოლტერთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ მნიშვნელობაზე, რომელიც აქვს აშშ-ს საქართველოს უსაფრთხოებისთვის და ეკონომიკური განვითარებისთვის
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ – სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციისთვის შექმნილი მდინარაძის ახალი თანამდებობა კანონიერების პრინციპს და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ძალიან კარგი საუბარი მქონდა დონალდ ტრამპთან
მოსკოვზე, იაროსლავსა და როსტოვზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
ვოლოდიმირ ზელენსკი - უცნაურია ზოგიერთი ქვეყნის ლიდერის სურვილი, მოსკოვს ეწვიოს ამ დღეებში - არ გირჩევთ

მურთაზ ზოდელავა - 4-მა ოქტომბერმა ბევრი მითი შეიძინა, სახელისუფლებო მითმა კი კიდევ ერთი ადამიანი - ბაჩო ახალაიაც შეიწირა

08.01.2026 ნახვები: 321

4-მა ოქტომბერმა ბევრი მითი შეიძინა, სახელისუფლებო მითმა კი კიდევ ერთი ადამიანი - ბაჩო ახალაიაც შეიწირა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს ამ საქმესთან დაკავშირებით, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ, სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, აქციასთან დაკავშირებით ბევრი მითი და მოლოდინი არსებობდა, რომ, მაგალითად „ვიღაცები ხალხის მხარეს გადავიდოდნენ“.

„თავისი შინაარსით მშვიდობიანი და კანონიერი, სპონტანური, სახალხო აქცია იყო, რომლის ორგანიზებაც არ ყოფილა. იყო გულწრფელი პროტესტი, სადაც ბევრი ადამიანი მოვიდა, რადგან კრეატიული მესიჯები იყო გავრცელებული. ეს თარიღი, მითოლოგიური თარიღი გახდა. როგორც ჩანს, ხალხში იყო იმედი, რომ ვიღაც შესაძლოა გადმოსულიყო ხალხის მხარეს. ბოლო დღეებში კი ისეთი მითიც შეიქმნა, რომ ივანიშვილი ბურჭულაძის მეგობარი გახდა.

ბევრი მითი შეიძინა ამ თარიღმა. სახელისუფლებო მითმა კი კიდევ ერთი ადამიანი - ბაჩო ახალაიაც შეიწირა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მეორე მხარის მითი იყო, რომ ვიღაცები ხალხის მხარეს გადავიდოდნენ.

ჩემი მიზანი იყო, რომ ახლო ლოკაციის ხალხით ავსება მომხდარიყო. ამიტომ გამოძიება უნდა მიდიოდეს პიკეტირების მუხლით და არა იმ მუხლებით, რომლითაც დღეს მიდის. როდესაც სასახლესთან მივედი მოხდა ის, რაც მოხდა.

სახელმწიფო პროპაგანდა ძლევამოსილია, მრავალმილიარდიანი პროპაგანდა. ეს იყო აქცია, რომელსაც ორგანიზება არ ჰქონდა. ვნახეთ მითოლოგიამ და მოლოდინებმა როგორც იმუშავა, როდესაც ვერანაირი პოზიტივი ვერ მოიტანა.

აბსოლუტურად გამოუცდელმა აქციის წამყვანმა, შესაძლოა ჩემდა უნებურად გამოიწვია რაღაც ქმედება. სიტყვა - მშვიდობას ჩვენ უფრო ხშირად ვამბობდით, ვიდრე „ქართული ოცნების" კოორდინატორი არჩევნების წინ.

გავიდა თვეები და არაფერი და ვერაფერი ვერ დადგინდა“, - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

ამასთან, როგორც ზოდელავამ აღნიშნა, „ეს პოლიტიკური დრამა სოციალურ დრამადაც გადაიქცა, რადგან განსასჯელის უმრავლესობა სოციალურადაც მძიმე მდგომარეობაშია“.

როგორც ზოდელავამ განმარტა, თუკი, დარბევა იქნებოდა, მისი მიზანი იყო, თავადაც დაზიანებულიყო.

„არანაირი მითი არ დადასტურდა, მითი იმის მითია, რომ გაქარწყლდება და გაქარწყლდა კიდეც, დავრჩით ბრალდებულები... ადამიანური, კონკრეტული პასუხისმგებლობა მაქვს, რაც მაიძულებს მეტი ვიფიქრო სხვებზე და ნაკლები - ჩემზე. ეს პოლიტიკური დრამა სოციალურ დრამადაც გადაიქცა, რადგან განსასჯელის უმრავლესობა სოციალურადაც მძიმე მდგომარეობაშია....

კი, მე და ირაკლი [ნადირაძემ] ადმინისტრაციის ღობეს გადავაბიჯეთ, არ გამიცნობიერებია ის ღობე იყო თუ რა, როგორც გამოუცდელი აქციის წამყვანი, მივედი, რომ ჩემი გადმოსახედიდან მესამე ლოკაცია აგვეთვისებინა. ეს იყო დილიდან ჩემი შეგრძნება, თუ დაგვარბიეს, მეც უნდა დამარბიონ, რაღაც ზიანი მეც უნდა მიმეღო. ერთადერთი რაც შემეძლო, ის იყო, მეც დარბეული ვყოფილიყავი. არანაირი ღობე იქ არ იყო, გადავაბიჯე და შევედი, ჩავთვალე, რომ ჩემი ადამიანური ვალი მოხდილი მქონდა, ჩემი მოქმედების მოტივი ეს იყო. 70-მდე ადამიანი ციხეშია, გაუბედურებული და თავზარდაცემულია. მოტივი ხომ შეიძლება გამოიკვლიოთ, რატომ მოვედით რუსთაველზე?"- განაცხადა ზოდელავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა