გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

ემანუელ მაკრონი - აშშ მოკავშირეებს ზურგს აქცევს

ნახვები: 392 ემანუელ მაკრონი - აშშ მოკავშირეებს ზურგს აქცევს

აშშ მოკავშირეებს ზურგს აქცევს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ფრანგ ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, აშშ „საერთაშორისო წესებს უგულებელყოფს“.

„მულტილატერალური ინსტიტუტები სულ უფრო და უფრო ნაკლებად ეფექტურად მუშაობენ. ზესახელმწიფოების სამყაროში ვცხოვრობთ, რომელთაც მსოფლიოს გადანაწილების რეალური ცდუნება აქვთ“, - აღნიშნა მაკრონმა.

მისი თქმით, ზესახელმწიფოების „ახალ კოლონიალიზმს“ უარყოფს.

„ის, რასაც საფრანგეთისა და ევროპისთვის მივაღწიეთ, სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. უფრო მეტი სტრატეგიული ავტონომია და ნაკლები დამოკიდებულება, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ისე ჩინეთზე“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა