საია - პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება უხეშად არღვევს მათი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას
პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ახლა რუსეთზეა დამოკიდებული, აჩვენოს, რომ დაინტერესებულია მშვიდობით

ნახვები: 355 ურსულა ფონ დერ ლაიენი - ახლა რუსეთზეა დამოკიდებული, აჩვენოს, რომ დაინტერესებულია მშვიდობით

ახლა რუსეთზეა დამოკიდებული, აჩვენოს, რომ დაინტერესებულია მშვიდობით, მას შემდეგ, რაც კიევი და მისი მოკავშირეები სამშვიდობო გეგმასა და უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმდნენ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

მისი თქმით, 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა არის წინადადება, რომელიც კიევისთვის მტკიცე და კარგად განსაზღვრულ უსაფრთხოების გარანტიებს მოიცავს.

ლაიენმა ასევე აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გარანტიები, პირველ რიგში, უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე იქნება დამოკიდებული, რომლებიც, მისი თქმით, კარგად გაწვრთნილები და საბრძოლო გამოცდილების მქონეები არიან.

„ევროპელების ამოცანა იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ უკრაინული არმიაც კარგად იყოს აღჭურვილი“, – აღნიშნა ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირი მუშაობს გეგმებზე, რათა ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინის ეკონომიკური კეთილდღეობა უზრუნველყოს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა