საია - პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება უხეშად არღვევს მათი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას
პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day

აიათოლა ალი ხამენეი დონალდ ტრამპის კარიკატურას აქვეყნებს - „ესეც დაემხობა“

ნახვები: 345 აიათოლა ალი ხამენეი დონალდ ტრამპის კარიკატურას აქვეყნებს - „ესეც დაემხობა“

ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის კარიკატურას აქვეყნებს.

სურათზე დონალდ ტრამპი გამოსახულია სარკოფაგში, რომელიც იმსხვრევა. კარიკატურას ახლავს წარწერაც: „ესეც დამხობა“.

პოსტში ხამენეი წერს, რომ ხშირად მსოფლიო ლიდერები, რომლებიც სიძლიერისა და საკუთარი სიამაყის პიკზე არიან, მოულოდნელად მარცხდებიან.

„ამ კაცმა, რომელიც ამპარტავნულად და სიამაყით ზის და მთელ მსოფლიოს განსჯის, ისიც უნდა იცოდეს, რომ, როგორც წესი, მსოფლიოს ტირანები და ამპარტავნები, როგორებიც არიან ფარაონი, ნიმროდი (ბიბლიური მითური ფიგურა), რეზა ხანი, მოჰამედ რეზა და მისნაირები, ტახტიდან ჩამოაგდეს. ისინი ტახტიდან მაშინ ჩამოაგდეს, როდესაც თავიანთი სიამაყის მწვერვალზე იყვნენ და ტრამპსაც ჩამოაგდებენ“, – ნათქვამია ხამენეის პოსტში.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში არეულობის ესკალაციაზე რეაგირების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის შესაძლო სამხედრო ვარიანტებს. ირანში დემონსტრაციები, მე-15 დღეა, გრძელდება. აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ცნობით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, სულ მცირე, 544 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 500-ზე მეტი აქტივისტია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა