გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე დააკავეს

ნახვები: 414 შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე დააკავეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული კობა ხუნდაძის გათავისუფლების ფონზე, დააკავეს მისი ძმა ვლადიმერ ხუნდაძე, რომელიც შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო.

აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

არსებული ინფორმაციით, ვლადიმერ ხუნდაძე საგამოძიებო ორგანოში თავად გამოცხადდა.

რაც შეეხება კობა ხუნდაძეს, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე იყო დაკავებული და რომელიც ასევე, სუს-ის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილთან დაახლოებული პირია, პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

ადვოკატ მალხაზ ლაფაჩის განცხადებით, ხუნდაძემ პენიტენციური დაწესებულება პარასკევს, 16 იანვარს, გირაოს სანაცვლოდ დატოვა. ადვოკატი არ საუბრობს, კონკრეტულად რის საფუძველზე შეეცვალა ბრალდებულს ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გირაოთი.

ცნობისთვის, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებულ პირს, კობა ხუნდაძეს ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარუდგინეს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 94 კონვერტად დახარისხებული სხვადასხვა ოდენობის ფულადი თანხა, მთლიანობაში 1 319 300 აშშ დოლარი ამოიღეს.

ხუნდაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა