პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

კირილ ბუდანოვი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე - წინ მივიწევთ

ნახვები: 401 კირილ ბუდანოვი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე - წინ მივიწევთ

წინ მივიწევთ. ვერ ვიტყვი, რომ ხვალ აუცილებლად გვექნება მშვიდობა - თუ ვინმე ასეთ რამეს გვპირდება, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა, უზარმაზარ ძალისხმევას ვდებთ ამის მისაღწევად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამართული პანელური დისკუსიის დროს განაცხადა.

მისი თქმით, როგორც უკრაინა, ასევე შეერთებული შტატები ცდილობენ ომის დასრულების გზების პოვნას.

„მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, მოძრაობა არის და ეს რეალურია. ჩვენ ნამდვილად მივაღწიეთ პროგრესს“, - აღნიშნა ბუდანოვმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების წარმატება დიდწილად რუსეთის ფედერაციის პოზიციაზე იქნება დამოკიდებული. „თქვენ გესმით, ვისთან გვაქვს საქმე“, - დასძინა მან.

ბუდანოვმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა უშუალოდ არის ჩართული მოლაპარაკებების პროცესში და ამიტომ არასწორია იმის თქმა, რომ „უკრაინას უნდა ჰქონდეს ადგილი მოლაპარაკებების მაგიდასთან“. „ჩვენ მოლაპარაკებების პროცესში ვართ, სწორად გაიგეთ ეს. მადლობა ღმერთს, ეს პროცესი ჩვენს გარეშე არ მიმდინარეობს“, - განაცხადა ბუდნოვმა.

მომავალი მშვიდობის ძირითად პირობებზე საუბრისას, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება სამართლიანი მშვიდობა, უსაფრთხოების გარანტიები და აღდგენის მკაფიო გეგმა.

„ჩვენ გვჭირდება სამართლიანი მშვიდობა, უსაფრთხოების გარანტიები. გვჭირდება აღდგენის გეგმა, უკრაინის აღდგენის გეგმა“, - განაცხადა ბუდანოვმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა