გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

დონალდ ტრამპი - პუტინსაც და ზელენსკისაც ომის დასრულება სურთ

ნახვები: 428 დონალდ ტრამპი - პუტინსაც და ზელენსკისაც ომის დასრულება სურთ

პუტინსაც და ზელენსკისაც ომის დასრულება სურთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ტრამპის თქმით, ამჟამად აშშ-ის წარმომადგენლებსა და ვლადიმერ პუტინს შორის მოსკოვში შეხვედრა მიმდინარეობს.

„ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, – აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დავოსში, ვოლოდომირ ზელენსკისთან „ძალიან კარგი შეხვედრა“ ჰქონდა. ტრამპმა აღნიშნა, რომ ზელენსკიც და პუტინიც „შეთანხმების დადებას“ აპირებენ და თქვა, რომ ზელენსკიმ ეს დღეს, შეხვედრის დროს, არაერთხელ გაიმეორა.

ტრამპის თქმით, თუ შეთანხმება შედგება, მას ევროპაც შეუერთდება.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე არაბთა გაერთიანებული საამიროებში შეხვედრასთან დაკავშირებით, ტრამპმა განაცხადა – „როცა არ უნდა შევხვდეთ, ეს კარგია. თუ არ შევხვდებით, მაშინ არაფერი მოხდება“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა