გგიორგი ვაშაძე - რწმენა იმის, რომ გავიმარჯვებთ, იმდენად ძლიერი და დიდია, რომ არცერთი დღე ნამდვილად არ გამჭირვებია
გიორგი ვაშაძე - ჩავრთე ტელევიზორი და გამოაცხადეს, რომ 15-წლიანი მუხლით მემუქრებიან
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირმა წარმატებით მოახერხა აშშ-თან თანამშრომლობა გრენლანდიასთან დაკავშირებით მტკიცე პოზიციის შენარჩუნებით
დონალდ ტრამპი - პუტინსაც და ზელენსკისაც ომის დასრულება სურთ
ირაკლი კობახიძე - როდესაც ჯანდაცვას ეხება საქმე, პოლიტიკოსების მოსაზრებებზე მნიშვნელოვანი და საინტერესო არის კვალიფიციური და გამოცდილი ექიმების მოსაზრებები ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებით
დონალდ ტრამპი - ჩვენ გვყავს დიდი ძალები, რომლებიც ირანისკენ მიემართებიან, ბევრი გემი გვყავს ამ მიმართულებით, არ მინდა, რამე მოხდეს, მაგრამ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მათ
დონალდ ტრამპი - გრენლანდიასთან დაკავშირებული პერსპექტიული შეთანხმება აშშ-ს საშუალებას მისცემს, გააკეთოს ის, რაც სურს
Trump called his meeting with Zelensky in Davos “good”

გგიორგი ვაშაძე - რწმენა იმის, რომ გავიმარჯვებთ, იმდენად ძლიერი და დიდია, რომ არცერთი დღე ნამდვილად არ გამჭირვებია

23.01.2026 ნახვები: 171

სიმართლე გითხრათ, 7 თვე რთული იყო, მაგრამ რწმენა იმის, რომ გავიმარჯვებთ, იმდენად ძლიერი და დიდია, რომ არცერთი დღე ნამდვილად არ გამჭირვებია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ძალიან შემართებით ვართ, ოპტიმისტურად განწყობილი. ემოცია, რა თქმა უნდა, მაქვს. ამდენი ადამიანი, გულშემატკივარია. მინდა მივესალმო საქართველოს. დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ, იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ სამართლიან ქვეყანაში. ქვეყანაში, რომელიც წინ მიდის, არის განვითარებულ ქვეყნებს შორის, არის ევროკავშირის ღირსეული წევრი, წარმოდგენილია საერთაშორისო ასპარეზზე. ბედნიერად ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში. მინდა, რომ საპატიმროში არავინ არასდროს აღარ იყოს. ისეთ ქვეყანაში ვიცხოვროთ, სადაც ადამიანებს არ დაიჭერენ იმისთვის, რომ უბრალოდ განსხვავებული აზრი აქვს. სიმართლე გითხრათ, 7 თვე რთული იყო. განსაკუთრებით, როცა ოჯახს, შვილებს, მეუღლეს შორდები, თქვენ ყველას. მაგრამ რწმენა იმის, რომ გავიმარჯვებთ, იმდენად ძლიერი და დიდია, რომ არცერთი დღე ნამდვილად არ გამჭირვებია.

მინდა მადლობით დავიწყო - დიდი მადლობა ყველას ვისგანაც ბევრ წერილს ვიღებდი. მადლობა ყველას, რომ გახსოვდით. მადლობა განსაკუთრებით ემიგრანტებს, უცხოეთიდანაც ბევრ წერილს ვიღებდი. იმედი მაქვს, რომ ყველას გიპასუხეთ. მინდა საოცარი პატივისცემა გამოვხატო სინდისის პატიმრების, რეჟიმის ყველა პატიმრის მიმართ. ის საოცარი სიმტკიცე, თავისუფლება, რომელსაც ციხიდან ასხივებენ გვაძლიერებს ყველას. დიდი მადლობა მათ მშობლებს, დედებს, საოცარი ბრძოლის ჟინი მოდის. ყოველდღე რომ ჩართავ ტელევიზორს, ციხეში მყარად ხარ და ძლიერად ხარ. რუსთაველის პროტესტის ყველა მონაწილეს, ყველა აქტიურ ადამიანს, ყველა მებრძოლ პატრიოტს. ჩვენ გვიყვარს ჩვენი სამშობლო და გვინდა, რომ ნორმალურად ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში, ვიყოთ ძლიერები, ძლიერთა შორის. ვიყოთ განვითარების ავანგარდში“,- განაცხადა ვაშაძემ.

გარდა ამისა, ვაშაძის თქმით, საპატიმროში ყოფნის დროს ყველაზე მეტად მეუღლე და შვილები ენატრებოდა.

„[საპატიმროში ყოფნისას] რთული ბევრი რამ იყო, მაგრამ, პირველ რიგში, ქეთი [მეუღლე] მენატრებოდა ყველაზე მეტად, ბავშვები, ყველა აბსოლუტურად, მაგრამ მყარად ვიყავი. მიყვარს ხალხთან ურთიერთობა, ჩემი დღე არის დილიდან საღამომდე ბევრ ადამიანთან ურთიერთობა, ხალხთან შეხვედრა და უცებ წარმოიდგინეთ, რომ მარტო ხარ, ერთ ოთახში გამოკეტილი. დღის განმავლობაში ერთი საათი მქონდა როცა აუცილებლად ვვარჯიშობდი, რომ ფორმაში ვყოფილიყავი. მერე წიგნები. წაიკითხავ წიგნს, კითხულობ წიგნს და უცებ რაღაც მომენტში მიხვდები, რომ ფიქრები გაგექცა. 30 გვერდი წაიკითხე და უკან უნდა დაბრუნდე, რომ ხელახლა წაიკითხო, იმიტომ, რომ ვერ მიადევნე თვალი”,- განაცხადა ვაშაძემ.

როდესაც მიზანი ამხელა და ერთიანია, ჩვენ რა გვჭირდება? მეტი ორგანიზება, მეტი სისტემურობა, მეტი შეკავშირება, ამიტომ გვინდა ერთიანობა,-ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ერთიანი ძალებით უნდა გაიმარჯვონ.

„ბოლო პერიოდში სულ ერთიანობაზეა საუბარი, მიზანი საერთო გვაქვს, გვინდა თავისუფლება, სამართლიან გარემოში ვიცხოვროთ, განვითარების გზას დავადგეთ, ევროკავშირის წევრი გავხდეთ, გვინდა ადამიანებს არ იჭერდნენ, უბრალოდ იმიტომ რომ არ მოსწონთ; გვინდა, წინ წავიდეთ, გვინდა ჩვენი ქვეყნით ვიამაყოთ, დავოსში გვინდა ვიყო წარმოდგენილები, სადაც განვითარებული ქვეყნების ჯგუფია. როდესაც მიზანი ამხელა და ერთიანია, ჩვენ რა გვჭირდება? მეტი ორგანიზება, მეტი სისტემურობა, მეტი შეკავშირება, ამიტომ გვინდა ერთიანობა. სათავეში ხალხი უდგას. ზურას და ჩემი მოსაზრებები დიდი ხანია ერთმანეთს ემთხვევა, კარგია რომ გზა გაკაფა სანამ მე გამოვედი. ვიცი, რომ ბევრ ადამიანს შეხვდა, მეც ვაპირებ პირველ რიგში ზურას დაველაპარაკო და სხვებს.

პარტიების გაერთიანება ერთია, შემდეგ საზოგადოებრივი ჯგუფები, ახალი საინტერესო კვალიფიციური პროფესიონალები, რომელიც ჩანს. ჩემს მოვალეობად მივიჩნევ მათ შორის ამ ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა წინ წავიდნენ, მეტი გააკეთონ, სიხალასე, სიახლე შემოიტანონ ამ პროცესში. ყველას უნდა დაველაპარაკოთ, მე პარტიული ნიშნით ვერავის განვასხვავებ, ერთიანი ძალებით უნდა გავიმარჯვოთ“,-აღნიშნა ვაშაძემ.

მისივე თქმით, საპატიმრო დაწესებულებებიდან თავისუფლების სხივი გამოდის.

„მინდა ყველა პატიმარს თავისუფლება ვუსურვო. კიდევ ერთხელ უდიდესი პატივისცემა სინდისის პატიმრებს, რეჟიმის ყველა პატიმარს. რაღაც საოცარი თავისუფლების მუხტი, ჟინი, შემართება მოდის. ისეთი თავისუფლების სხივი გამოდის საპატიმრო დაწესებულებებიდან, ბოდიში რაზე უნდა მოიხადონ?! სამშობლო რომ უყვართ? საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია რომ უნდათ? ხელი ჩამოვართვათ ერთმანეთს, ხალხო. დაგვძაბეს, დაგვზაფრეს, გადაგვკიდეს. არ მინდა ეს! მინდა, რომ ერთად, ნორმალურად ვიცხოვროთ. გვაქვს განსხვავებული აზრი, კი ბატონო, ვიკამათოთ, მაგრამ იმაზე ვიკამათოთ ვინ მეტ ინვესტიციას შემოიტანს, ვინ უკეთეს დემოკრატიას ააშენებს და ვინ უფრო თავისუფალ სასამართლოს გააკეთებს და არა იმაზე, რომ შენ ცუდი ხარ, მე კარგი ვარ. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსაც ვეუბნები, რომ თქვენც კარგები ხართ. თქვენთანაც გვინდა საუბარი, ერი რომ გაერთიანდეს და ყველანი ერთად წავიდეთ მედგრად წინ“,- განაცხადა ვაშაძემ.

მან ასევე, პროტესტში მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.

„მადლობა, ვინც პროტესტში მონაწილეობს. ძალიან მაგრები და ძლიერები ხართ. ერთად გავიმარჯვებთ. ძალიან ოპტიმისტურად ვუბრუნდები აქტიურ მოქმედებებს“,- აღნიშნა ვაშაძემ.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა. გიორგი ვაშაძეს ციხესთან ოჯახის წევრები და მეგობრები დახვდნენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა