პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

CNN - დონალდ ტრამპი ირანზე დიდი დარტყმისთვის ემზადება

ნახვები: 376 CNN - დონალდ ტრამპი ირანზე დიდი დარტყმისთვის ემზადება

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანზე დიდი დარტყმისთვის ემზადება.

ამერიკული მედია ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანთან ბირთვული პროგრამის გარშემო წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, ვაშინგტონში განიხილავენ ირანზე დარტყმების მიტანის შესაძლებლობას. მედიის ინფორმაციით, სამიზნე იქნება როგორც ბირთვული ობიექტები, ასევე ირანის ხელმძღვანელობა და სახელმწიფო სტრუქტურები, რომელთაც, წყაროების ცნობით, ასობით მშვიდობიანი დემონსტრანტის დახოცვაზე აკისრებენ პასუხისმგებლობას.

„სიენენი“ ასევე წერს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

ამასთან, წყაროს ცნობით, ჩიხში შესულ მოლაპარაკებებში ვაშინგტონის მოთხოვნა იყო, რომ ირანი დათანხმებულიყო ბალისტიკური რაკეტების მოქმედების რადიუსის შემცირებას, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისრაელისთვის. „სიენენის“ ინფორმაციით, წინაპირობებს შორის ასევე სახელდებოდა ირანის მიერ ურანის გამდიდრებაზე საბოლოოდ უარის თქმა, ბალისტიკური რაკეტების შემუშავების პროგრამებზე შეზღუდვების დაწესება და რეგიონალური, მარიონეტული ძალების მხარდაჭერის შეწყვეტა. როგორც მედია იტყობინება, საპასუხოდ ირანმა განაცხადა, რომ მზად არის მხოლოდ ბირთვული პროგრამის გარშემო საკითხების განსახილველად.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა