პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

ლევან გორდეზიანი - მიზანი არის ერთადერთი: კონტროლი - ორი უნივერსიტეტი ერთიანდება, ინიშნება დროებითი მმართველობა, რომელმაც ეს დაწესებულებები, სავარაუდოდ, ნაჯახით უნდა გაჩეხოს

ნახვები: 367 ლევან გორდეზიანი - მიზანი არის ერთადერთი: კონტროლი - ორი უნივერსიტეტი ერთიანდება, ინიშნება დროებითი მმართველობა, რომელმაც ეს დაწესებულებები, სავარაუდოდ, ნაჯახით უნდა გაჩეხოს

მიზანი არის ერთადერთი - კონტროლი. როგორც ჩანს, არ მოხერხდა არსებული ადმინისტრაციების პირობებში “დრაკონული” ცვლილებების გატარება, - ამის შესახებ თსუ-ს პროფესორმა, ლევან გორდეზიანმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უნივერსიტეტების გაერთიანება “ძალიან ცუდია”.

“არ შეიძლება ასეთი გადაწყვეტილებები მიიღებოდეს უნივერსიტეტებთან და აკადემიურ საზოგადოებასთან საუბრის გარეშე. მიზანი არის ერთადერთი - კონტროლი. როგორც ჩანს, არ მოხერხდა არსებული ადმინისტრაციების პირობებში “დრაკონული” ცვლილებების გატარება, შესაბამისად, ორი უნივერსიტეტი ერთიანდება, ინიშნება დროებითი მმართველობა, რომელმაც სავარაუდოდ, ნაჯახით უნდა გაჩეხოს“, - აღნიშნა ლევან გორდეზიანმა.

IPN

რაც შეეხება უშუალოდ განათლების რეფორმას, როგორც ლევან გორდეზიანმა აღნიშნა, რაც დღეს ხდება, არის იმის საწინააღმდეგო, თუ რას ნიშნავს განათლების სისტემა.

“გზადაგზა გამოჩნდა მთელი სისრულით ის მავნებლობა, რაც ჩადებულია. საწყენია, რომ “ქართული ოცნება” გვიყურებს, როგორც საკუთარ აქტივს, საკუთრებას. როგორც ეჩვენებათ, რომ გამოადგებათ, ისე განგვკარგავენ. ეს არის საწინააღმდეგო იმის, თუ რას ნიშნავს განათლების სისტემა დღეს. განათლება უნდა გვაძლევდეს განათლებულ, თავისუფლად მოაზროვნე ადამიანს, ისინი კი ამას უპირისპირდებიან. ამ ფარგლებში, რაც არ უნდა კარგად დაალაგონ, ეს მიდგომა მიუღებელია. რაღაცები არ იციან, დეტალებიც არ ესმით და ბევრს ცოდავენ. ცალკეულ დეტალს თავისი უარყოფითი შედეგი ექნება, თუ მოესწრო განხორციელება”, - აღნიშნა ლევან გორდეზიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა