პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

კაია კალასი - ევროკავშირმა ირანის “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი” ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

ნახვები: 363 კაია კალასი - ევროკავშირმა ირანის “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი” ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

ევროკავშირმა ირანის “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი” ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი ავრცელებს.

“არ შეიძლება რეპრესიები უპასუხოდ დარჩეს.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მტკიცე ნაბიჯი გადადგეს ირანის “რევოლუციის გუშაგების” ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებით.

ნებისმიერი რეჟიმი, რომელიც ათასობით თავის მოქალაქეს კლავს, თავისი დაღუპვისკენ მიდის”,-წერს კალასი.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ასევე მიესალმა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი.

“მივესალმები პოლიტიკურ შეთანხმებას ირანის მკვლელი რეჟიმის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე და “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებაზე.

ეს დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო.

“ტერორისტი” ზუსტად ის არის, თუ როგორ უნდა დაუძახო რეჟიმს, რომელიც სისხლში ახშობს თავისი ხალხის პროტესტს.

ევროპა გვერდში უდგას ირანელ ხალხს თავისუფლებისთვის მათ მამაც ბრძოლაში”, - წერს ფონ დერ ლაიენი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა