კაია კალასი - ევროკავშირი საიმედოა და სწორედ ეს არის მთავარი
პეტერ მადიარმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავა
გოჩა მირცხულავა - ვის უნდა საქართველოს ეკლესიის კონტროლი?
მიხაილო პოდოლიაკი - ჰუმანიტარული მოტივებიდან გამომდინარე, გვინდა, რომ სააკაშვილი დაბრუნდეს უკრაინაში ან შესაძლოა, გაიგზავნოს ნეიტრალურ ქვეყანაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - წითელი მოედანი ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვიდრე უკრაინელი ტყვეების სიცოცხლე, რომლებიც შეგვიძლია სახლში დავაბრუნოთ
ალექსანდრ სირსკი - მხოლოდ აპრილში უკრაინულმა საფრენმა აპარატებმა თითქმის 357 000 საბრძოლო მისია შეასრულეს, 160 700-ზე მეტი სამიზნე გაანადგურეს
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში „ოცნება“ უკან იხევს
ლევან ხაბეიშვილი -„ხარება“ არათუ მონაწილეობდა ჩემზე თავდასხმაში, ვიდეოს იღებდა, უნდოდა მეთქვა, რომ ვარ „ჩმორი“ და მაშინ აღარ დამარტყამდნენ

ქეთევან ხუსკივაძე - აკადემიური საბჭოს სხდომა იყო იმ ტიპის სხდომა, როგორიც საბჭოთა კავშირში იმართებოდა - ჯაბა სამუშიას არ აქვს კითხვები, თქვა, რომ სახელმწიფოს ჰქონია უფლება, უნივერსიტეტები გააერთიანოს

02.02.2026 ნახვები: 314

ასეთ მძიმე მდგომარეობას მაინც არ ველოდი, ეს იყო საბჭოთა კავშირის [ტიპის] სხდომა - სამუშიას, როგორც ჩანს, არ აქვს კითხვები, თუმცა თანახმაა, იურიდიულად ასაბუთებდა, რომ სახელმწიფოს ჰქონია უფლება, გააერთიანოს [უნივერსიტეტები] - საუბარი იმით დაიწყო, რომ ამ პრობლემას არ უნდა მისცენ პოლიტიკური ელფერი, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა, ქეთევან ხუსკივაძემ აკადემიური საბჭოს სხდომის დასრულების შემდგომ განაცხადა.

ლექტორის თქმით, სხდომაზე გაჟღერდა სხვადასხვა პოზიცია. მისი შეფასებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებით „ყველა უკმაყოფილოა“.

„ასეთ მძიმე მდგომარეობას მაინც არ ველოდი. თქვენ, სტუდენტებო, ძირითადად, პატარები ხართ და არ იცით, როგორი იყო საბჭოთა კავშირის დროს სხდომები. ეს ასეთი სხდომა იყო ზუსტად. ვიცოდი, რომ სამუშია ყველანაირად შეეცდებოდა, თავი დაეძვრინა, ეს პასუხისმგებლობა არ აეღო და არ ეთქვა, კონკრეტულად, ვინ გასცა ამ ორი სახელმწიფო უნივერსიტეტის შეერთების ბრძანება. როგორ მოხდა, რა კვლევაზე დაყრდნობით, ასეთი რამ მან არ იცის, რა თქმა უნდა. იცის, რომ შედგა სატელეფონო საუბარი; რომ დაურეკეს ჯერ ტექნიკური უნივერსიტეტს რექტორს, შემდეგ ნახევარ საათში, ამასაც უთხრეს, რომ ასე ერთიანდებოდა ორი უნივერსიტეტი. ამას, როგორც ჩანს, არ აქვს კითხვები, თუმცა თანახმაა. ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, იმიტომ, რომ იურიდიულად ასაბუთებდა და ამბობდა, რომ თურმე სახელმწიფოს ჰქონია უფლება, რომ [უნივერსიტეტები] გააერთიანოს.

უნივერსიტეტის ავტონომიაზე დავუსვით კითხვები, ამაზე არ აქვს პასუხი. პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს თვითონ, როდესაც საუბარი დაიწყო იმით, რომ ამ პრობლემას არ უნდა მისცენ პოლიტიკური ელფერი. გადაწყვეტილებაა პოლიტიკური და აკადემიურად როგორ აპირებენ რამის გამორჩენას?

მთელი ეს წარმოდგენა, ასე ვთქვათ, ეძღვნება იმას, რომ რაღაცნაირად, სამუშია ცდილობდა, ყოფილიყო შუამავალი განათლების სამინისტროსა და აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოდან 5-5 ადამიანს შორის, რომლებიც დაუსვამდნენ განათლების მინისტრს კითხვებს. ამ დროს, პროცესი დაწყებულია.

ფორმალური შეხვედრა იყო, მე ასე წარმოვიდგინე. უბრალოდ, ალბათ, არ ელოდნენ, რომ ვიქნებოდი მე, იქნებოდა სხვა კიდევ კრიტიკულად განწყობილი ადამიანები. მე რაც გავიგე ამ სხდომიდან, იყო, რომ პირადად, ჩემგან სამუშია ითხოვს, ბოდიში მოვუხადო. თურმე ვაბრალებ, რომ აქ გამოატარეს სპეცრაზმი. აქ არიან ბავშვები, რომლებიც ჩემთან იყვნენ და ღამეს ათენებდნენ და მათ დაგვარბიეს. თურმე, მე ტყუილად ვამბობდი და ეს არ ყოფილა უნივერსიტეტთან არანაირ კავშირში. განცხადებაც გაუკეთებიათ და გამოუძიებიათ ეს საკითხიც. მე ვადანაშაულებ ამაში სამუშიას და ამიტომ, მე უნდა მოვიხადო ბოდიში. მე, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ ამას.

[სხდომაზე] სხვადასხვა პოზიცია იყო. ძირითადად, ყველა უკმაყოფილოა ამ ამბით. თუმცა, როგორ გამოხატავენ და რამდენად აპირებენ წავიდნენ იმ უშინაარსო მოლაპარაკებებში განათლების სამინისტროსთან და კონკრეტულად, მიქანაძესთან, ეს ჩემთვის გაურკვეველი იყო. ფორმატს ისეთს ასახელებენ, რომ რა შეიძლება ამით რომ მიიღონ არ ვიცი, გაურკვეველია“, - განაცხადა ლექტორმა, ქეთევან ხუსკივაძემ.

ცნობისთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს შეხვედრა გაიმართა, სადაც უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხზე იმსჯელეს. პარალელურად კი, პირველ კორპუსთან, სტუდენტები, რომლებიც თსუ-სა და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების ინიციატივას აპროტესტებენ, აქციას მართავენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა