პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

Amnesty International - „გრანტების შესახებ“ კანონში წარდგენილი ცვლილებები განსაკუთრებით საზიანოა და საქართველოში ავტორიტარული პრაქტიკის გაფართოებას ასახავს

ნახვები: 356 Amnesty International - „გრანტების შესახებ“ კანონში წარდგენილი ცვლილებები განსაკუთრებით საზიანოა და საქართველოში ავტორიტარული პრაქტიკის გაფართოებას ასახავს

საქართველოს მმართველმა პარტიამ სამოქალაქო აქტივობისთვის უცხოური დაფინანსების კანონსაწინააღმდეგოდ გამოცხადების მიზნით კანონპროექტები წარადგინა, - ამის შესახებ განცხადებას Amnesty International-ი ავრცელებს.

„მთავრობის მიერ „გრანტების შესახებ“ კანონში წარდგენილი ცვლილებები განსაკუთრებით საზიანოა და საქართველოში ავტორიტარული პრაქტიკის გაფართოებას ასახავს, რათა განსხვავებული აზრი ჩაახშოს და ძალაუფლება გაამყაროს. ცვლილებები გრანტების განმარტებას მნიშვნელოვნად აფართოებს და მოიცავს ნებისმიერი სახის უცხოურ დაფინანსებას პრაქტიკულად ყველაფრისთვის, რის ნებართვასაც მთავრობა არ გასცემს, პოლიტიკური აქტივიზმიდან დაწყებული ანალიტიკური მუშაობითა და ექსპერტების საქმიანობით დამთავრებული“, - აცხადებს Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე, დენის კრივოშეევი.

მისი თქმით, „თუ კანონის მიღება მოხდება, მაშინ „გრანტები“ მთავრობის წინასწარი თანხმობის გარეშე დაშვებული აღარ იქნება და ყველას, ვინც მათ მიიღებს, დაკავების საფრთხე დაემუქრებათ“.

„ეს სხვა არაფერია, თუ არა აშკარა მცდელობა, საქართველოში ფაქტობრივად კრიმინალიზებულად გამოცხადდეს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებასთან, პოლიტიკურ ოპოზიციასთან და ხელისუფლების კონტროლის გარეშე საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობასთან. უცხოური დაფინანსების მოძიება, გამოყენება და მიღება სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის ცენტრალური ნაწილია და საერთაშორისო სამართლით დაცულ უფლებას წარმოადგენს. საქართველოს ხელისუფლებამ ეს საკანონმდებლო წინადადებები უნდა გაიწვიოს და ქვეყნის კანონმდებლობა, ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებებს უნდა შეუსაბამოს, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის უფლებები“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა