პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილი აპირებს პრეზიდენტის სასახლის მიყიდვას, დიდი ალბათობით, საკუთარ თავზე

ნახვები: 381 მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილი აპირებს პრეზიდენტის სასახლის მიყიდვას, დიდი ალბათობით, საკუთარ თავზე

ჩემს ხელთ არსებული უტყუარი ინფორმაციით, ივანიშვილი აპირებს პრეზიდენტის სასახლის მიყიდვას, დიდი ალბათობით საკუთარ თავზე, მისი ფუნქციის და არქიტექტურის შეცვლას, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

სააკაშვილის მოსაზრებით, „თუ დასცალდა, გამოცვლიან დროშას, გერბს და ჰიმნსაც“.

„ჩემს ხელთ არსებული უტყუარი ინფორმაციით, ივანიშვილი აპირებს პრეზიდენტის სასახლის მიყიდვას, დიდი ალბათობით საკუთარ თავზე, მისი ფუნქციის და არქიტექტურის შეცვლას.

სახელმწიფოს განადგურებასთან ერთად, ქართველი ხალხის დაუძინებელი მტერი, ანადგურებს, ასევე, სახელმწიფოებრიობის სიმბოლოებს. ეს სასახლეც არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის მშენებლობის, 9 წლიანი ოქროს ეპოქის ერთ-ერთი სიმბოლო. თუ სახელმწიფო აღარ იარსებებს, პრეზიდენტის სასახლე რაღა შუაშია.

დიქტატორს და მის პატრონებს უნდათ ქართველებს დაავიწყონ, რომ სულ ახლახან ისინი იყვნენ წარმატებულები. დარწმუნებული ვარ, თუ დასცალდა, გამოცვლიან დროშას, გერბს და ჰიმნსაც. სამწუხაროდ, არასდროს შევმცდარვარ პროგნოზებში”, - წერს სააკაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა