პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

Financial Times - რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნებისმიერი დარღვევა გამოიწვევს რეაგირებას 24 საათის განმავლობაში

ნახვები: 348 Financial Times - რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნებისმიერი დარღვევა გამოიწვევს რეაგირებას 24 საათის განმავლობაში

უკრაინა დასავლელ პარტნიორებთან შეთანხმდა, რომ რუსეთის მიერ სამომავლო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა ევროპისა და აშშ-ის მხრიდან კოორდინირებულ სამხედრო პასუხს გამოიწვევს, - ინფორმაციას Financial Times-ი მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გეგმა დეკემბერსა და იანვარში რამდენჯერმე განიხილეს უკრაინელ, ევროპელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებს შორის და გულისხმობს მრავალდონიან რეაგირებას რუსეთის მიერ შეთანხმებული ზავის ნებისმიერ დარღვევაზე.

წინადადების თანახმად, რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნებისმიერი დარღვევა გამოიწვევს რეაგირებას 24 საათის განმავლობაში, დაწყებული დიპლომატიური გაფრთხილებით და, საჭიროების შემთხვევაში, უკრაინის არმიის მიერ დარღვევის შესაჩერებლად ზომების მიღებით.

თუ საომარი მოქმედებები ამ დროის შემდეგაც გაგრძელდება, წინადადება გადავა მეორე ფაზაზე - ინტერვენციაზე ე.წ. „მსურველთა კოალიციის“ ძალების გამოყენებით.

გამოცემის წყაროების ცნობით, გაფართოებული თავდასხმის შემთხვევაში, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ძალის, მათ შორის აშშ-ის სამხედროების, კოორდინირებული რეაგირება დარღვევიდან 72 საათის შემდეგ განხორციელდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა