გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

დონალდ ტრამპი - პუტინმა პირობა შეასრულა და ერთი კვირის განმავლობაში უკრაინაზე იერიში არ მიუტანია

ნახვები: 396 დონალდ ტრამპი - პუტინმა პირობა შეასრულა და ერთი კვირის განმავლობაში უკრაინაზე იერიში არ მიუტანია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა პირობა შეასრულა და ერთი კვირის განმავლობაში უკრაინის ქალაქებზე იერიში არ მიუტანია.

„ეს იყო კვირიდან კვირამდე, ყველაფერი გაიხსნა და მან გუშინ ღამით ძლიერი დარტყმა განახორციელა“, – განაცხადა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში, როდესაც მას გუშინ განხორციელებული რუსული თავდასხმის შესახებ ჰკითხეს.

ტრამპის თქმით, პუტინი არ არღვევდა თავის ვალდებულებას უკრაინის დედაქალაქზე ახალი თავდასხმების განხორციელებით.

„მან პირობა შეასრულა. ეს ბევრს ნიშნავს. იცით, ერთი კვირა არის – ჩვენ ყველაფერს მივიღებთ, რადგან იქ ძალიან, ძალიან ცივა, მაგრამ ეს კვირა იყო და კვირიდან კვირამდე გაგრძელდა“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ისურვებდა, რომ პუტინს პაუზა გაეგრძელებინა.

„მე ამას ვისურვებდი. მინდა, რომ მან ომი დაასრულოს“, – განაცხადა ტრამპმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა