პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

ვოლოდიმირ ზელენსკი - ვლადიმერ პუტინს დონალდ ტრამპის ეშინია, ევროპელების - არა

ნახვები: 364 ვოლოდიმირ ზელენსკი - ვლადიმერ პუტინს დონალდ ტრამპის ეშინია, ევროპელების - არა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ეშინია, თუმცა ევროპელების – არა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ტრამპი პუტინის ყველა პირობას არ უნდა დათანხმდეს, რადგან რუსეთის პრეზიდენტს მისი ეშინია და არა პირიქით.

„თუ პრეზიდენტმა ტრამპმა იცის, რომ პუტინს მისი ეშინია და არა პირიქით, ის არ უნდა დათანხმდეს ყველა იმ პირობას, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი აყენებს. პრეზიდენტმა ტრამპმა იცის, რომ მას ეკონომიკის, სანქციებისა და იარაღის სახით ზეწოლის განხორციელების საშუალება აქვს. უკრაინელები ევროპელების მადლიერები არიან. ისინი ჩვენი პარტნიორები არიან. მათ უდიდესი დახმარება გაგვიწიეს, მაგრამ, სამწუხაროდ, პუტინს მათი არ ეშინია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ უკრაინა ვლადიმერ პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება. თუმცა, მისივე თქმით, „ევროპელებს არ სჯერათ, რომ ეს შეიძლება მათ ქვეყანაში მოხდეს“.

„მათი რაკეტების მოქმედების რადიუსი შეუზღუდავია. ისინი დარტყმას ყველგან განახორციელებენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

საფრანგეთის მიერ გაწეული დახმარების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად კი უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „რაც უფრო ძლიერია ფრანგული დახმარება“, მით უფრო ნაკლებია „შანსი“, რომ ეს ომი საფრანგეთამდე მივიდეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ 2022 წლის თებერვლიდან, ანუ ომის დაწყებიდან, ჯამში, 55 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. მისივე თქმით, დიდია უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა რაოდენობაც.

„თუ ფრონტის ხაზი გაიყინება და ჩვენ შესაბამის პოზიციებს შევინარჩუნებთ, ეს ჩვენი მხრიდან უკვე უზარმაზარი დათმობა იქნება. თუ ამ ომს წავაგებთ, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას დავკარგავთ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა