პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას - ან თქვით, რომ რაღაცას იზამთ ან თქვით, რომ არაფერი შეგიძლიათ

ნახვები: 364 ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას - ან თქვით, რომ რაღაცას იზამთ ან თქვით, რომ არაფერი შეგიძლიათ

რაში არ მეთანხმებით? თუ არ მეთანხმებით, რას აკეთებთ, ეს მოუყევით ხალხს. ნუ დამეთანხმებით, არც მოგწონდეთ, არც გიყვარდეთ, არავითარი პრეტენზია არ მაქვს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, პატიმრობაში მყოფმა ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მან პოლიტიკურ პარტიებს აქტიურობისკენ მოუწოდა და მიმართა, რომ საკუთარ ხალხს მოუსმინონ.

„ტელევიზიებსაცმინდავუთხრა - იცი, როგორმეცოდებით? თემებისმოგონებაგიწევთხალხო, გარეთარაფერიხდებადაიგონებთ. გეფიცები, მეცოდებით, რომგიყურებთ, საწყლადწვალობთ. თუარმოიფიქრებსტელევიზიისპროდიუსერირამესდღისგანმავლობაში, არაფერიიქნება, ესრეალობაა.

მერე, ეთერებში რომ დადიხართ, სალაპარაკო აღარ გაქვთ ხალხო, ვერ ხვდებით? ყველა წერტილ-მძიმით გეტყვით, რის მერე, რას იტყვით. ყველა პოლიტიკოსს მივმართავ, ჩემიანსაც, სხვისიანსაც. ჭკუას კი არ გარიგებთ, გულშემატკივრის პოზიციიდან ვამბობ. კიდევ გეუბნებით, ინგლისურის არმცოდნე, „ლილოში“ მოსიარულე ხეპრე ხაბეიშვილის პოზიცია გაიგეთ კაცო, ზემოდან კი არა. არ მინდა, თქვენ იყავით ხალხო წინ, თქვენ იყავით მაგრები, ოღონდ ეს ქვეყანა გადავარჩინოთ. გაიგეთ გულშემატკივრის ხმა. ამას, ალბათ, ფიქრობს ხალხის 90%. ვიღაც რომ არ გეუბნებათ, იმას კი არ ნიშნავს, რომ ხალხი ასე არ ფიქრობს, ასე ფიქრობს ყველა. ამიტომ, გთხოვთ, ყველაზე ზედმეტი, არაფრისმომცემი ეთერი არის დამთრგუნველი ადამიანისთვის, რომელიც იმედს ელოდება.

მე თქვენკენ ვარ. თქვენკენ რომ ვარ, იმიტომ ვზივარ აქ და ნახევარი წელია სასამართლო სხდომას ვერ მივაღწიე, ვინმეს რამეს კი არ ვუწუნებ. ან თქვით, რომ რაღაცას იზამთ, ან თქვით, რომ არაფერი შეგიძლიათ, კი არ „ტეხავს“. ხალხი არის მზად იმისთვის, რომ ჯურღმულში ცხოვრება არ უნდოდეს. ალტერნატივას როგორ ვერ ხედავს, ეს მეორედ არ გაიმეოროთ, სისულელეა, თავს რეებს აჯერებთ. ამ ქვეყნის ინტელექტუალური ნაწილი აქეთა ფლანგზე დგახართ და ლაპარაკობთ, რომ ხალხს ვერ ვაჩვენე ალტერნატივაო? როგორ ვერ აჩვენეთ, ყველაზე მაგრები ხართ, სიმპათიურებიც, გონებაგახსნილები და საერთაშორისო, შიდა ურთიერთობებში ყველაფერი შეგიძლიათ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა