პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

ხვიჩა კვარაცხელია გოლით დაბრუნდა

ნახვები: 302 ხვიჩა კვარაცხელია გოლით დაბრუნდა

ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის შემდეგ პსჟ-ს გოლით დაუბრუნდა და „მარსელთან“ ლიგა 1-ის შეხვედრის დამაჯერებლად მოგებაში თავისი როლი ითამაშა – 5:0.

მატჩის გმირი უსმან დემბელე იყო, რომელმაც ანგარიში მე-12 წუთზე გახსნა, 37-ზე კი დუბლი შეასრულა. ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც „ნიუკასლთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩში დაშავდა, ლიგა 1-ის 21-ე ტურში შეცვლაზე 62-ე წუთზე შევიდა.

მან პირველივე რეალური შანსით ისარგებლა – 64-ე წუთზე უსმან დემბელემ ქართველი თავდამსხმელი საჯარიმოში მოძებნა და ხვიჩამ ძლიერი და ზუსტი დარტყმით ეფექტური გოლი გაიტანა. საბოლოო ანგარიში კი 74-ე წუთზე კან-ინ ლიმ დააფიქსირა.

ლიგა 1-ში გამართული 21 ტურის შემდეგ პსჟ-მა 51 ქულა დააგროვა, „ლანსს“ (49) გადაასწრო, ხოლო „მარსელთან“ (39) უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და ერთპიროვნულად გალიდერდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა