გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

აშშ-მა და სომხეთმა ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენების შესახებ შეთანხმება გააფორმეს

ნახვები: 475 აშშ-მა და სომხეთმა ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენების შესახებ შეთანხმება გააფორმეს

აშშ-მა და სომხეთმა ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენების შესახებ შეთანხმება გააფორმეს, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს პირისპირ გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.

ეს არის ულამაზესი ქვეყანა, რომელთან პარტნიორობითაც აშშ-ის პრეზიდენტი ძალიან ამაყობს და ვიცი, რომ პრეზიდენტი ტრამპი საუკეთესო მოკითხვებს გიგზავნით როგორც პირადად თქვენ, ასევე სომხეთის ხალხს. ნამდვილად თვალში საცემია ის, რასაც პრეზიდენტმა ტრამპმა და პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ერთად მიაღწიეს, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას ვენსმა ფაშინიანს უწოდა მომავალზე ორიენტირებული ადამიანი, რომელმაც სომხეთს მშვიდობა მოუტანა.

„მშვიდობას ფრთხილი ადამიანები არ ქმნიან. მშვიდობას არ ქმნიან ადამიანები, რომლებიც ზედმეტად არიან ორიენტირებული წარსულზე. მშვიდობას ქმნიან ადამიანები, რომლებიც მომავალზე არიან ორიენტირებული. დღეს ჩვენ გვსურს, გამოვაცხადოთ დიდი ეკონომიკური თანამშრომლობის ნაწილი, რომელიც შეუძლებელი იქნებოდა თქვენი ლიდერობის გარეშე, იმ მშვიდობის გარეშე, რომელსაც ამ ქვეყანაში ვხედავთ“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

ამასთან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რეგიონში ისტორიული ტრანსფორმაცია მიმდინარეობს, რაც გრძელვადიანი მშვიდობის საწინდარია.

„ძალიან ვამაყობ, რომ ვსაუბრობ ისტორიულ ტრანსფორმაციაზე. ეს გახსნის ვაჭრობის, ტრანზიტისა და ენერგეტიკული ნაკადების სრულიად ახალ სამყაროს მსოფლიოს ამ რეგიონში და შექმნის უპრეცედენტო კავშირებს სომხეთსა და მის მეზობლებს შორის. ეს შესანიშნავია სომხეთის ხალხის კეთილდღეობისთვის, მაგრამ ასევე შესანიშნავია მშვიდობის მდგრადი პროექტისთვის, რადგან როდესაც თქვენ ქმნით ამ ურთიერთდაკავშირებულ ეკონომიკებს, ენერგეტიკულ სექტორებს და ა.შ., ეს ნიშნავს, რომ ამ რეგიონში შეიძლება იყოს მდგრადი მშვიდობა. ჩვენ არ გვინდა მხოლოდ მშვიდობის დამყარება პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტის ხელმძღვანელობასთან. ჩვენ ასევე გვინდა, მშვიდობა შენარჩუნდეს და ეს არის ის, რასაც დღეს აქ ვაღწევთ. პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან კარგად იცის, რომ მშვიდობის უზრუნველყოფის საუკეთესო გზა არის რეალური შეკავების შექმნა, ხოლო რეალური შეკავების შექმნის საუკეთესო გზა არის მსოფლიოში საუკეთესო სამხედრო ტექნოლოგიის ფლობა, და შეერთებულ შტატებს ეს გააჩნია. პირველად, ჩვენ ვაცხადებთ სამხედრო ტექნოლოგიის მნიშვნელოვან გაყიდვას – 11 მილიონი დოლარის ღირებულების სადაზვერვო დრონების ტექნოლოგიას სომხეთისთვის და ჩვენი კარგი მეგობრისთვის, პრემიერ-მინისტრისთვის. ის ამას გამოიყენებს თავისი ქვეყნის დასაცავად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ მშვიდობა, რომელსაც ჩვენ ვქმნით, გამყარდეს“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ბირთვული ენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ შეთანხმებასაც მოაწერეს ხელი. მედიის ცნობით, შეთანხმება მთავრობებს შორის ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი გამოყენების სფეროში თანამშრომლობას მოიცავს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა