პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

პოლონეთის პოლიციამ საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავა

ნახვები: 323 პოლონეთის პოლიციამ საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავა

ვარშავის პოლიციის თანამშრომლებმა, კონტრტერორისტულ სამსახურთან თანამშრომლობით, ვიელუნის დასახლებაში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს, - ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ოპერაციაში სასაზღვრო დაცვის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს იყო ლიეტუვის სასამართლო სისტემის მიერ ინიცირებული მასშტაბური ოპერაცია, რომელმაც მის ქვეყანაში ძებნილი ერთ-ერთი ქართველის დაკავების ორდერი გასცა.

პოლონური მედია წერს, რომ ძებნილ ქართველთან ერთად, ოფიცრებმა მისი კიდევ სამი თანამემამულე დააკავეს.

სასაზღვრო დაცვის თანამშრომლები პოლონეთში მათი ყოფნის კანონიერებას ამოწმებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მათი პოლონეთიდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა