პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

ლორა თორნტონი - საქართველო ჯერ კიდევ წარმოადგენს სანქციებისთვის გვერდის ავლის საკვანძო მარშრუტს რუსეთისთვის

ნახვები: 309 ლორა თორნტონი - საქართველო ჯერ კიდევ წარმოადგენს სანქციებისთვის გვერდის ავლის საკვანძო მარშრუტს რუსეთისთვის

საქართველო ჯერ კიდევ წარმოადგენს სანქციებისთვის გვერდის ავლის საკვანძო მარშრუტს რუსეთისთვის. ამის შესახებ მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორმა, ლორა თორნტონმა აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” „შეატრიალა სცენარი, ვინ არიან საქართველოს მეგობრები და ვინ არიან საქართველოს მტრები“.

თორნტონმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ამერიკელებს “მტრულ აქტორებად მოიხსენიებს და გლობალური ომის პარტიის” ნაწილად ყოფნას აბრალებს.

“თუმცა, მგონია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა წარმოადგენს საქართველოს დასავლეთისგან საბოლოო მოწყვეტად და ავტორიტარიზმში სრულ გადაშვებას. საქართველომ სწრაფად დაიწყო რუსეთისთვის დახმარება, არა უკრაინისთვის. ის ჯერ კიდევ წარმოადგენს სანქციებისთვის გვერდის ავლის საკვანძო მარშრუტს რუსეთისთვის. ეს ნამდვილად ირონიულია იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინასა და საქართველოს ბევრი რამ აქვთ საერთო და საქართველოს 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

საქართველოს ლიდერები უსასრულოდ თავს ესხმიან უკრაინასა და ზელენსკის. საკმაოდ ჩუმად არიან რუსეთზე და თავდასხმები ევროპასა და აშშ-ზე გადააქვთ. “მტრულ აქტორებად” მოგვიხსენიებენ, “გლობალური ომის პარტიის” ნაწილად ყოფნას გვაბრალებენ, რომელიც საქართველოს მეორე ფრონტში მიათრევს, და ევროპას, რასაც თავად ეძახიან, “ლიბერალურ ფაშიზმს” აბრალებენ.

საპირისპიროდ, “ქართული ოცნება” ღიად ეძახის ჩინეთსა და ირანს თავის მეგობრებს, მოკავშირეებსა და პარტნიორებს. მაგალითად, არის ფოტო, რომელშიც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე “ჰამასის” გვერდით დგას - თეირანში.

ასე რომ, “ქართულმა ოცნებამ” ნამდვილად შეატრიალა სცენარი, თუ ვინ არიან საქართველოს მეგობრები და ვინ არიან საქართველოს მტრები”, - განაცხადა თორნტონმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა