პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

მურთაზ ზოდელავა - თუ ხელს ვიქნევდი და იმაზე მეტი ვთქვი, ვიდრე საჭირო იყო, ამისთვის მუხლები წარდგენილი მაქვს, მაგრამ 225-ე მუხლი ხელოვნურადაა შემოტანილი

ნახვები: 335 მურთაზ ზოდელავა - თუ ხელს ვიქნევდი და იმაზე მეტი ვთქვი, ვიდრე საჭირო იყო, ამისთვის მუხლები წარდგენილი მაქვს, მაგრამ 225-ე მუხლი ხელოვნურადაა შემოტანილი

თუ ხელს ვიქნევდი და იმაზე მეტი ვთქვი, ვიდრე საჭირო იყო, ამისთვის მუხლები წარდგენილი მაქვს, მაგრამ 225-ე მუხლი ხელოვნურადაა შემოტანილი. ყველამ იცის, რომ ბანდიტი არ ვარ, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულმა ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც მან განმარტა, აღნიშნული მუხლით ბრალდება ხელოვნურად იმის გამო წარუდგინეს, რომ ის მეტ სანქციას ითვალისწინებს.

„აქციის მსვლელობისას თუკი მოქმედება კანონის ფარგლებს სცილდება, ამის შესაბამისი მუხლები არსებობს. ეს მუხლები 317-ე და 222-ე მუხლები წარდგენილი გვაქვს.

თუკი, მე მანიფესტაციის ფარგლებს გავცდი და ამის გამო უნდა დავისაჯო, ამისთვის ბრალი წარდგენილი მაქვს. ეს გასაგებია, ამაზე დავა სასამართლოში უნდა გაიმართოს, მაგრამ 225-ე მუხლი, რომელიც ბანდიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მუხლია მარტივად რომ ვთქვათ, სანქციებითაც განსხვავებულია. თუ ხელს ვიქნევდი და იმაზე მეტი ვთქვი, ვიდრე საჭირო იყო, ამისთვის მუხლები წარდგენილი მაქვს, მაგრამ 225-ე მუხლი ხელოვნურადაა შემოტანილი, ყველამ იცის, რომ ბანდიტი არ ვარ - ყველას ვაჩვენებ, რომ ესენი ბანდიტები არიანო, ასე არ არის ჩემო კარგებო“, - განაცხადა ზოდელავამ პროცესზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა