ვოლოდიმირ ზელენსკი - უცნაურია ზოგიერთი ქვეყნის ლიდერის სურვილი, მოსკოვს ეწვიოს ამ დღეებში - არ გირჩევთ
ანდრია ჯაღმაიძე - გარკვეული „არაკორექტული გამოსვლები, ემოციური კომენტარების“ მიუხედავად ეპისკოპოსებს შორის დაპირისპირება არ არის
4 ოქტომბრის საქმეზე პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, ლაშა ბერიძეს და პაატა მანჯგალაძეს 7-7 წლით, თორნიკე მჭედლიშვილს, ნიკა გვენცაძეს, ირაკლი ჩხვირკიას 5-5, ხოლო ირაკლი შაიშმელაშვილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თეთრმა სახლმა აშშ-ის ახალი კონტრტერორისტული სტრატეგია გამოაქვეყნა
ადვოკატი - გიორგი უძილაური თავს დამნაშავედ არ ცნობს
ვლადიმერ ხუჭუა - ჩემ მიერ განხილულ საარჩევნო დავასთან დაკავშირებით გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სხვადასხვა დანაშაულის ნიშნებს და საჭიროებს სამართლებრივ შეფასებას
დონალდ ტრამპი - ირანთან ომი სწრაფად დასრულდება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - თეირანი მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში ახალი, აშშ-სთის ეკონომიკურად საინტერესო ინიციატივის გაჟღერებას აპირებს

17.02.2026 ნახვები: 266

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ჰაიმ ღანბარიმ განაცხადა, რომ ოფიციალური თეირანი მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში ახალი, შტატებისთვის ეკონომიკურად საინტერესო ინიციატივის გაჟღერებას აპირებს.

კონკრეტულად, აიათოლას ხელისუფლება განიხილავს ამერიკულ ენერგეტიკულ კომპანიებთან ერთად ერთობლივი პროექტების წამოწყებას, რათა ორმა მხარებმ ირანში არსებული ნავთობი, ბუნებრივი აირი და წიაღისეული მეტალები ერთად მოიპოვონ. ამასთან, თიერანი მზადაა, დაიწყოს ამერიკული თვითმფრინავების დაუყოვნებლივ შესყიდვაც, რათა ტრამპის ადმინისტრაციამ ომის ნაცვლად მშვიდობის არჩევის ეკონომიკური სარგებელი მალევე იხილოს და ურთიერთობების დათბობის ინტერესი მეტად გაუჩნდეს.

ირანის ხელისუფლება მზადაა, სამუდამოდ თქვას უარი ატომური ბომბის შექმნასა და ურანის იმ დონემდე გამდიდრებაზე, რაც მისი შექმნისთვის იქნება საჭირო. ყველა ამ დათმობის სანაცვლოდ, აიათოლას ხელისუფლებას სურს, შტატებმა ირანს სამოქალაქო მიზნებისთვის ურანის გამდიდრების უფლება შეუნარჩუნოს, ამასთან, მოლაპარაკებების თემებიდან ამორიცხოს სარაკეტო არსენალის შემცირებისა და რეგიონული არასახელმწიფო მოკავშირეების დახმარების შეწყვეტის საკითხები.

სავარაუდოა, რომ ახალ დასახელებულ პირობებს მხარეები სამშაბათს, ჟენევაში დაგეგმილ ორმხრივ მოლაპარაკებებზე განიხილავენ, სადაც მათ შორის შუამავალი ისევ ომანის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელი იქნება. მას ირანის მხრიდან დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის ხელმძღვანელობით დაესწრება. რაც შეეხება ამერიკულ მხარეს, მას პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და ბიზნესმენი და პრეზიდენტის სიძე, ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ უკვე გააჟღერა მოსაზრება ირანის ეკონომიკურ შემოთავაზებასთან დაკავშირებით და თქვა, რომ ამჟამად ადმინისტრაციის პრიორიტეტი არა ენერგეტიკული კავშირების გაღრმავება, არამედ ირანის მიერ ჩინეთისთვის სანქცირებული ნავთობის მიყიდვის შეზღუდვაა. ცნობილია პრეზიდენტ ტრამპის ზოგადი პოზიციაც, რომელიც მოვლენათა განვითარების საუკეთესო სცენარად აიათოლას რეჟიმის ცვლილებას და იქ შტატებისთვის სასურველი ხელისუფლების მოყვანას მიიჩნევს. რეგიონში პოზიციების გამყარების მიზნით, ამერიკის პრეზიდენტმა სპარსეთის ზღვისაკენ უკვე გაუშვა მსოფლიოს უძლიერესი ავიამზიდი USS Gerald R. Ford-ი. იქ უკვე იმყოფება ავიამზიდი USS Abraham Lincoln-ი და მისი ფლოტილია, ასევე 3 დამოუკიდებელი გამანადგურებელი ხომალდი და ბირთვული იარაღით აღჭურვილი წყალქვეშა ნავი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა