ვოლოდიმირ ზელენსკი - უცნაურია ზოგიერთი ქვეყნის ლიდერის სურვილი, მოსკოვს ეწვიოს ამ დღეებში - არ გირჩევთ
ანდრია ჯაღმაიძე - გარკვეული „არაკორექტული გამოსვლები, ემოციური კომენტარების“ მიუხედავად ეპისკოპოსებს შორის დაპირისპირება არ არის
4 ოქტომბრის საქმეზე პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, ლაშა ბერიძეს და პაატა მანჯგალაძეს 7-7 წლით, თორნიკე მჭედლიშვილს, ნიკა გვენცაძეს, ირაკლი ჩხვირკიას 5-5, ხოლო ირაკლი შაიშმელაშვილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თეთრმა სახლმა აშშ-ის ახალი კონტრტერორისტული სტრატეგია გამოაქვეყნა
ადვოკატი - გიორგი უძილაური თავს დამნაშავედ არ ცნობს
ვლადიმერ ხუჭუა - ჩემ მიერ განხილულ საარჩევნო დავასთან დაკავშირებით გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სხვადასხვა დანაშაულის ნიშნებს და საჭიროებს სამართლებრივ შეფასებას
დონალდ ტრამპი - ირანთან ომი სწრაფად დასრულდება

იზა ომაძე, ნიკო კვარაცხელიას დედა - ბესარიონ ჟვანიას დედამ პირობა მომცა: „თუ ჩემი შვილი ამ საქმის ფიგურანტი იქნება, ჩემი ხელით ჩავაბარებ პროკურატურას“ - საინტერესოა, დღეს რას გვეტყვის მისი დედა

17.02.2026 ნახვები: 315

ბესარიონ ჟვანიას დედამ პირობა მომცა: „თუ ჩემი შვილი ამ საქმის ფიგურანტი იქნება, ჩემი ხელით ჩავაბარებ პროკურატურას“. საინტერესოა, დღეს რას გვეტყვის მისი დედა, - ასე ეხმაურება მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე იმ ფაქტს, რომ პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნა და შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას ბრალდებას წარუდგენს.

როგორც იზა ომაძე აღნიშნავს, მას არ სჯერა პროკურატურის მიერ გავრცელებული მკვლელობის მოტივის ვერსიის და ის თავად დაამტკიცებს, თუ რა იყო მკვლელობის მოტივი.

“წარმოუდგენელი ბოროტებაა. ბესარიონ ჟვანიას დედამ პირობა მომცა: „თუ ჩემი შვილი ამ საქმის ფიგურანტი იქნება, ჩემი ხელით ჩავაბარებ პროკურატურას“, საინტერესოა დღეს რას გვეტყვის მისი დედა. ჩემთვის დაუჯერებელია, რა საერთო უნდა ჰქონოდა ნიკოს ამ ხალხთან?

მოტივაციას რაც შეეხება, ამ ვერსიის არ მჯერა: „კანონიერი ქურდის“.... კანონიერი ქურდი ამ ქვეყანაში, ვინც თავისი პირით აღიარა, ვიცი ირაკლი ღარიბაშვილი. ვიღებ იმ კადრებს, რასაც ვუყურე, ვნახე საგამოძიებო მოქმედებები. რაც შეეხება მოტივს, ალბათ, საჭირო იყო გარკვეული მოტივი, მე დავამტკიცებ, რა იყო ამ მკვლელობის მოტივი.

ემოციურად მძიმე დღეა. დავფიქრდები, გავაანალიზებ ყველაფერს. არგუმენტირებულად მაქვს, ვინ მფარველობდა ამ მკვლელებს, სახელებით და გვარებით! ამიტომ იურიდიულად განმტკიცებული მასალების შეგროვებას დავუთმობ დროს“, - აღნიშნავს ნიკო კვარაცხელიას დედა „ტვ პირველთან“.

თბილისის პროკურორის, გიორგი მიქაიას განცხადებით, საქართველოს პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნა. მისი თქმით, პროკურატურა ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდებას წარუდგენს. ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილზე, ბესარიონ (ბუსა) ჟვანიაზე კანონით დადგენილი წესით გამოცხადდება ძებნა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა