პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა მზადაა, თავი შეიკავოს თავდასხმებისგან, მხოლოდ რუსებთანაა კითხვა, რა სურთ მათ

ნახვები: 333 ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა მზადაა, თავი შეიკავოს თავდასხმებისგან, მხოლოდ რუსებთანაა კითხვა, რა სურთ მათ

უკრაინა მზადაა, თავი შეიკავოს თავდასხმებისგან, მხოლოდ რუსებთანაა კითხვა, რა სურთ მათ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ყოველდღიური მიმართვისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამერიკულმა მხარემ როგორც უკრაინას, ასევე რუსეთს თავდასხმებისგან თავის შეკავება შესთავაზა, რაზეც უკრაინა თანახმაა.

„ჟენევაში მოლაპარაკებების დაწყებას რუსეთი დარტყმით ხვდება. ეს ძალიან ნათლად აჩვენებს, რა სურს რუსეთს და რაზეა ორიენტირებული. დღეს თითქმის 400-ზე მეტი დრონი იყო. დელეგაცია დღეს ჟენევაში მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შემდეგ მოხსენებას წარადგენს. ბიჭებმა აუცილებლად უნდა წამოჭრან ამ დარტყმების საკითხი. კითხვა, პირველ რიგში, ამერიკული მხარისთვისაა, რომელმაც როგორც ჩვენ, ასევე რუსეთს შესთავაზა თავდასხმებისგან თავის შეკავება. უკრაინა მზადაა. ჩვენ არ გვჭირდება ომი და ყოველთვის ვმოქმედებთ სარკისებური პრინციპით: ჩვენ ვიცავთ ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს დამოუკიდებლობას. ჩვენ ასევე მზად ვართ, სწრაფად გადავიდეთ ღირსეული შეთანხმებისკენ ომის დასასრულებლად. მხოლოდ რუსებთანაა კითხვა: რა სურთ მათ?“ – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, 17 თებერვალს გამოყენებული ყველა რუსული რაკეტა და დრონი შეიცავდა ასობით კომპონენტს, რომლებსაც რუსეთი თავად არ აწარმოებს.

„თითოეული „შაჰედის“ რაკეტა შეიცავს ასობით ისეთ კომპონენტს, რომლებიც რუსეთში სხვა ქვეყნებიდან არის იმპორტირებული და, სხვათა შორის, არამხოლოდ ჩინურს. ისინი ასევე შედის ევროპიდან, ამერიკიდან და იაპონიიდან. არა მხოლოდ ჩვენთვის, უკრაინაში, არამედ ზოგადად გლობალური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა ეფექტურად დაბლოკონ რუსეთში იარაღის წარმოებისთვის კრიტიკული კომპონენტების მიწოდების ჯაჭვები; ასევე, თავად კომპანიებმა უკეთ აკონტროლონ, სად ხვდება მათი კომპონენტები. რუსეთს არაფრის გაკეთება არ შეუძლია მსოფლიოსთან ასეთი კავშირების გარეშე: მათ არ შეუძლიათ, ძლიერები იყვნენ სრულ იზოლაციაში. სწორედ ამიტომ, ბლოკადამ და ზეწოლამ, შეიძლება, აგრესორი პოლიტიკის შეცვლისკენ წაახალისოს, მაგრამ ეს მსოფლიოს მონდომებაზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა