ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს

ნახვები: 333 ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს

 

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიერ N6 პენიტენციურ დაწესებულებაში სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და შესაბამის უწყებებს დაუყოვნებლივი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიებისკენ მოუწოდებს.

ეპისკოპოსის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია „უკიდურესად შემაშფოთებელია“ და თუ პატიმრის მიერ გაჟღერებული ბრალდებები დადასტურდება, საქმე ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევასთან გვექნება.

„თითოეული ადამიანი შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსად და პატიმრობა არ ნიშნავს ადამიანის ღირსებისა და ფუნდამენტური უფლებების შელახვას. სახარებაში ქრისტე მაცხოვარი ბრძანებს: „საპყრობილესა ვიყავ და მოხვედით ჩემდა“ (მათე 25:36).

ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა თანამოზიარედ აქცევს საზოგადოებას! ნებისმიერ პირს, მათ შორის თავისუფლებააღკვეთილ ადამიანს, აქვს უფლება, იყოს დაცული ძალადობის, დამცირებისა და არაადამიანური მოპყრობისგან.

თუ პატიმრის მიერ გაკეთებული განცხადებები დადასტურდება, საქმე გვექნება ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევასთან და შესაბამისმა პირებმა უმკაცრესად უნდა აგონ პასუხი. არცერთ ხელისუფლებას, მიუხედავად მისი ძალაუფლებისა, არ აქვს უფლება, გადააბიჯოს ადამიანის ღირსებას.

მოვუწოდებ შესაბამის უწყებებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიება!

ამ საქმეში მთავარი უნდა იყოს სიმართლის დადგენა და დაზარალებული ადამიანის უფლებებისა და ღირსების დაცვა ყოველგვარი ზეწოლის, დამალვის ან ანგარიშსწორების გარეშე.

2012 წლის გამოცდილებამ გვაჩვენა, რამდენად მძიმე შედეგი შეიძლება მოჰყვეს ძალადობის უგულებელყოფას ან დამალვას!“ – წერს ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ N6 პენიტენციურ დაწესებულებაში ბადრაგის თანამშრომლების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. მისი მტკიცებით, შემთხვევა დეესკალაციის ოთახში მოხდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და „ყველაფერი კამერებში ჩანს“.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს და მას დეზინფორმაციას უწოდებს. უწყების განცხადებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა