კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

ხატია დეკანოიძე: ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატების სამი მთავარი საკითხი პარტიების აკრძალვა, პოლიტიკური დევნა და სანქციები იქნება

ნახვები: 316 ხატია დეკანოიძე: ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატების სამი მთავარი საკითხი პარტიების აკრძალვა, პოლიტიკური დევნა და სანქციები იქნება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დაგეგმილი დებატები და რეზოლუცია სამ ძირითად თემას შეეხება: ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვას, პოლიტიკურ დევნასა და სანქციებს.

დეკანოიძის თქმით, საქართველოს საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ქვეყნის ევროპელი პარტნიორები იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძვიან, ყველაფერს გააკეთებენ, რათა, მისი შეფასებით, ქართველი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა დადგეს.

„საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ დღეს სტრასბურგში, ევროპარლამენტის სესიაზე საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება. ამ დებატების შემდეგ ევროპარლამენტი მიიღებს რეზოლუციას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ ქართველი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებულ შედეგებს შეეხება“, – განაცხადა დეკანოიძემ.

მისი თქმით, პირველი საკითხი, რომელზეც ევროპარლამენტში იმსჯელებენ, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თემაა.

„ეს არის ქართველი ხალხისთვის ჩამორთმეული უფლება, რომ თავიანთი პოლიტიკური წარმომადგენლობები ჰყავდეთ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ანტიდემოკრატიული ნაბიჯი, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესებში არ შედის“, – აღნიშნა მან.

დეკანოიძის განცხადებით, მეორე მთავარი საკითხი პოლიტიკური დევნა იქნება. ამ კონტექსტში მან პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი, ლევან ხაბეიშვილი და ირაკლი ნადირაძე დაასახელა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი ევროპარლამენტის დებატებისა და რეზოლუციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იქნება.

მესამე მიმართულებად ენმ-ის ლიდერი ევროკავშირის მხრიდან პერსონალური სანქციების დაწესების საკითხს ასახელებს.

„ჩვენი თხოვნა და მოთხოვნაა, რომ ბიძინა ივანიშვილზე, ირაკლი კობახიძეზე, შალვა პაპუაშვილზე, კახა კალაძესა და ყველა იმ ადამიანზე, რომელიც კვებავს ამ რეჟიმს და ავრცელებს საქართველოში რუსულ გავლენებს, გავრცელდეს სანქციები. ეს შეეხება როგორც გადაადგილების შეზღუდვას, ისე ფინანსურ სანქციებს“, – განაცხადა დეკანოიძემ.

მისივე თქმით, სანქციების მოთხოვნა უნდა შეეხოს იმ პირებსაც, რომლებიც, მისი მტკიცებით, ფინანსურად უზრუნველყოფენ ხელისუფლების საქმიანობას.

დეკანოიძე ევროკავშირის გაფართოების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ საქართველო გაფართოების პროცესში აღარ არის წარმოდგენილი. მისი შეფასებით, ამის მიზეზი „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო წლებში გატარებული პოლიტიკაა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს საზოგადოებას ესმოდეს, რომ საქართველოს მეგობრები ჩვენთან ერთად, იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ძალიან დიდი ხანი ვიბრძვით საქართველოს მშვიდობიანი ევროპული მომავლისთვის, გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისთვის ივანიშვილმა და მისმა მაფიოზურმა დაჯგუფებამ აგოს პასუხი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის დღის წესრიგის მიხედვით, დღეს გაიმართება დებატები სახელწოდებით „მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მცდელობები საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ“. აღნიშნულ საკითხზე რეზოლუციას ევროპარლამენტარები ხვალ, 8 ოქტომბერს უყრიან კენჭს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა