ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

MI5-ის ხელმძღვანელი: რუსეთი მთავარი აგრესორია, უცხო სახელმწიფოებიდან მომდინარე საფრთხეები კი ბოლო ათწლეულში ოთხჯერ გაიზარდა

ნახვები: 353 MI5-ის ხელმძღვანელი: რუსეთი მთავარი აგრესორია, უცხო სახელმწიფოებიდან მომდინარე საფრთხეები კი ბოლო ათწლეულში ოთხჯერ გაიზარდა

გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხოების სამსახური MI5 სახელმწიფოებიდან მომდინარე საფრთხეებთან ბრძოლას დღეს უფრო მეტ რესურსს უთმობს, ვიდრე „ცივი ომის“ პერიოდში. ამის შესახებ ბრიტანეთის შიდა უსაფრთხოების სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, სერ კენ მაკკალუმმა განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში უცხო სახელმწიფოებთან დაკავშირებული საფრთხეები ოთხჯერ გაიზარდა, ხოლო რუსეთი ბრიტანეთისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის მთავარ აგრესორად რჩება.

როგორც BBC იუწყება, მაკკალუმმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის ჰიბრიდულ ოპერაციებზე, ირანის მხრიდან მომდინარე საფრთხეებსა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შესაძლო ტერორისტულ თავდასხმებზე.

MI5-ის ხელმძღვანელის განცხადებით, რუსეთი ნატოს წინააღმდეგ პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებას ერიდება და ამის ნაცვლად ევროპის ქვეყნების დესტაბილიზაციას ჰიბრიდული მეთოდებით ცდილობს.

მისი შეფასებით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მიუხედავად, რუსული არმიის წინსვლა შეზღუდულია და მოსკოვს მნიშვნელოვან ადამიანურ და მატერიალურ დანაკარგებად უჯდება.

მაკკალუმის თქმით, დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსი დიპლომატებისა და დაზვერვის თანამშრომლების გაძევებამ კრემლის ტრადიციული სადაზვერვო ქსელები მნიშვნელოვნად შეასუსტა.

„უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ თითქმის 1 000 რუსი დიპლომატისა და აგენტის გაძევებამ კრემლს ტრადიციული ფარული ქსელი პრაქტიკულად გაუნადგურა, რის გამოც მისი გლობალური ოპერატიული შესაძლებლობები შესუსტებულია“, — განაცხადა მან.

MI5-ის ხელმძღვანელის განმარტებით, ბრიტანეთში რუსი ჯაშუშების გამოვლენისა და გაძევების შემდეგ მოსკოვი სულ უფრო მეტად მიმართავს დაქირავებულ შემსრულებლებს, რომლებსაც სხვადასხვა ოპერაციის განხორციელებისთვის ფულს უხდის.

რუსეთის გარდა, მაკკალუმმა ყურადღება ირანიდან მომდინარე საფრთხეებზეც გაამახვილა. მისი ინფორმაციით, გაიზარდა ირანთან დაკავშირებული მტრული აქტივობა, მათ შორის ებრაული ობიექტებისა და სამხედრო ბაზების წინააღმდეგ.

ბრიტანეთის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ცალკე ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებულ რისკებზე.

მისი განცხადებით, MI5-მა გამოავლინა ტერორისტები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის ბოროტად გამოყენებას ცდილობდნენ, მათ შორის ამ ტექნოლოგიის უპილოტო საფრენ აპარატებთან ინტეგრირების გზით.

მაკკალუმის შეფასებით, განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს ექსტრემისტული ჯგუფების მიერ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობა ბიოლოგიური იარაღის შექმნისა და მისი შესაძლებლობების გაფართოებისთვის.

მისივე თქმით, ხელოვნური ინტელექტი კიბერუსაფრთხოების სფეროშიც ცვლის ვითარებას და თავდამსხმელებსა და თავდაცვით სისტემებს შორის ტექნოლოგიურ კონკურენციას აძლიერებს.

MI5-ის ხელმძღვანელს შეკითხვა დაუსვეს 2016 წლის „ბრექსითის“ რეფერენდუმში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებაც.

მაკკალუმის განცხადებით, რუსეთის მხრიდან ბრიტანეთის საზოგადოებრივ დებატებზე გავლენის მოხდენის მცდელობები ახალი ინფორმაცია არ არის, თუმცა აუცილებელია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს ჩარევის მცდელობა და მისი რეალური შედეგი.

მისი თქმით, საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია მიუთითებს, რომ რუსული მედია, ინტერნეტტროლები და ბოტების ქსელები „ბრექსითის“ შესახებ დისკუსიებზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღნიშნული გარემოებები 2016 წლის რეფერენდუმის შედეგის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ არ აყენებს.

მაკკალუმის განცხადებების თანახმად, ბრიტანეთის უსაფრთხოების სამსახურებისთვის თანამედროვე საფრთხეების მთავარი თავისებურება ტრადიციული ჯაშუშობის, ჰიბრიდული ოპერაციების, კიბერთავდასხმებისა და ახალი ტექნოლოგიების ერთდროული გამოყენებაა.

წყარო: BBC

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა