France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving
Zelensky meets with U.S. senators to discuss sanctions, anti-ballistic protection
შსს: ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები და კიდევ ერთი პირი გამოძალვისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს
წლის ბოლომდე დასახური სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოსთვის 2026 წლის ბიუჯეტში 1,65 მილიონი ლარია გათვალისწინებული
თბილისში ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები დააკავეს
მაკრონმა და ზელენსკიმ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეწყვეტისა და შავ ზღვაში თავდასხმებზე მორატორიუმის საკითხები განიხილეს
თბილისში გასტროენტერიტის გახშირებული შემთხვევები ნოროვირუსით არის გამოწვეული, NCDC-ის ინფორმაციით, ბავშვების უმრავლესობა უკვე გამოჯანმრთელდა

გაიყვანონ პირველ რიგში რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან-კელი დეგნანი

ნახვები: 698 გაიყვანონ პირველ რიგში რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან-კელი დეგნანი

რუსეთი ვიდრე რაიმე ახალი დაპირებების გაცემებზე ისაუბრებს, აუცილებელია 2008 წელს მიღწეული შეთანხმება და დაპირება შეასრულოს, გაიყვანოს რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

აშშ-ის ელჩს ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა, რომლის მიხედვითაც, რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომზე საქართველო-ჩეჩნეთს შორის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე ისაუბრეს.

როგორც კელი დეგნანმა კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რუსეთმა ჯერ ის დაპირებები შეასრულოს, რომლებიც 2008 წელს საქართველოსთან დაკავშირებით გასცა.

„როგორც მახსოვს, ეს გზა არის საკმაოდ ძველი პროექტი და დაახლოებით 1970-1980-იან წლებში იყო დაპროექტებული. თუმცა, აუცილებელია, აღვნიშნოთ, რომ ვიდრე რუსეთი რაიმე ახალ პროექტებზე, გზებსა და დაპირებების გაცემებზე ისაუბრებს, აუცილებელია, შეასრულოს 2008 წელს მიღწეული შეთანხმება, დაპირებები და გაიყვანონ პირველ რიგში რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან. მთავარია, რომ მათ შეასრულონ ის დაპირებები, რომლებიც აღებული აქვთ 2008 წლის ომის შემდეგ, შემდეგ ისაუბრონ დანარჩენ დაპირებებზე", - განაცხადა დეგნანმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა