აფხაზეთში, რიწისკენ მიმავალ გზაზე კლდეზე ცეცხლი შენიშნეს, თვითმხილველი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ვულკანური ლავა იყოს
კოტე კემულარია: ტრამპის გადაწყვეტილებით, მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს
თენგიზ აბლოთია: უწყვეტი პროტესტის ორი წელი - რისთვის ვდგავართ და რა გვინდა?
რომან გოცირიძე: ბოლო ერთი თვეა, სახელისუფლებო მედია და პროპაგანდისტები ჩემზე ორგანიზებულ შეტევას ახორციელებენ
Bloomberg: ევროკავშირი უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფამდე რეფორმების წინსვლას ითხოვს
კახა კახიშვილი ჩორჩანას საქმეზე: საგუშაგოს მოწყობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში არ შემოსულა, ფაქტი მედიით გავიგე
„TV პირველის“ ახალი დირექტორი ლევან ჯორბენაძე იქნება, არხზე საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოც შეიქმნა
მეორადი ჩარიცხვის შედეგად უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 1 242-მა აბიტურიენტმა მოიპოვა

თურქეთს არ შეეძლო, დაეწესებინა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ-რეჯეფ თაიფ ერდოღანი

ნახვები: 676 თურქეთს არ შეეძლო, დაეწესებინა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ-რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთს არ შეეძლო, დაეწესებინა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ენერგეტიკული საჭიროებებისა და თანამშრომლობის გამო, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

ერდოღანის თქმით, მომდევნო დღეებში რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან სატელეფონო საუბარს გამართავს და სამიტს შეაფასებს.

„ჩვენ მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის თითქმის ნახევარს რუსეთიდან ვყიდულობთ. ცალკე, ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს „აკუიის ატომურ ელექტროსადგურს" რუსეთთან ერთად. ამათ განზე ვერ გადავდებთ. ასე რომ, აქ არაფერია გასაკეთებელი. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი მგრძნობიარობა ამ საკითხთან დაკავშირებით. ჯერ ერთი, მე ვერ დავტოვებ ჩემს ხალხს ზამთრის სიცივეში. მეორეც, მე ვერ შევაჩერებ ჩვენს ინდუსტრიას. ეს უნდა დავიცვათ", - აღნიშნა ერდოღანმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა