მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

რომან გოცირიძე: ბოლო ერთი თვეა, სახელისუფლებო მედია და პროპაგანდისტები ჩემზე ორგანიზებულ შეტევას ახორციელებენ

ნახვები: 354 რომან გოცირიძე: ბოლო ერთი თვეა, სახელისუფლებო მედია და პროპაგანდისტები ჩემზე ორგანიზებულ შეტევას ახორციელებენ

 

პოლიტიკოსი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში სახელისუფლებო მედია და ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები მის წინააღმდეგ ორგანიზებულ კამპანიას აწარმოებენ. გოცირიძის ვარაუდით, ეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით ხდება, რადგან ხელისუფლებამ მისი საჯარო განცხადებები და წერილები საფრთხედ მიიჩნია.

„ბოლო ერთი თვეა, რაც სახელისუფლებო მედია და დაქირავებული ბობოლა პროპაგანდისტები ორგანიზებულ შეტევას ახორციელებენ ჩემზე. როგორც ჩანს, ეს ივანიშვილის დავალებაა. ის, რასაც ვამბობ და რასაც ვწერ, ხელისუფლებისთვის საშიშად ჩათვალეს“, - წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.

პოლიტიკოსი მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკასთან დაკავშირებით ასახელებს ზაზა შათირიშვილს, გია გაჩეჩილაძეს, მალხაზ გულაშვილს, ირაკლი გოგავასა და ზურა მანჯავიძეს. მისი შეფასებით, მათი საჯარო გამოსვლები მის წინააღმდეგ დაგეგმილი კამპანიის ნაწილია.

გოცირიძე ასევე სვამს კითხვას, რატომ არ რეაგირებენ სამართალდამცავი ორგანოები მის მიმართ სოციალურ ქსელებსა და სატელევიზიო ეთერში გამოთქმულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე, მაშინ როდესაც, მისი თქმით, მოქალაქეებს გაცილებით უწყინარი გამონათქვამებისთვის აჯარიმებენ.

ამასთან, პოლიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ საჯარო სივრცეში გამოთქმული მწვავე და შეურაცხმყოფელი განცხადებებიც გამოხატვის თავისუფლების ნაწილად მიაჩნია და მათ გამო მოქალაქეთა სამართლებრივ დევნას ეწინააღმდეგება.

„მიმაჩნია, რომ საჯარო სივრცეში გაჟღერებული თუნდაც მწვავე, შეურაცხმყოფელი თუ მიუღებელი განცხადებები გამოხატვის თავისუფლების ნაწილია და მათი გამო სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მოქალაქეთა დევნა სრულიად დაუშვებელია. დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკოსები უნდა ითმენდნენ განსაკუთრებულად მაღალ კრიტიკას, ხოლო გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ან მისი სამართლებრივ ჭრილში გადატანა გაცილებით დიდ საფრთხის შემცველია, ვიდრე ნებისმიერი პირადი შეურაცხყოფა“, - წერს გოცირიძე.

პოსტის ბოლოს ის მკითხველებს მოუწოდებს, მის მიერ დასახელებულ პირებს შეურაცხყოფით არ უპასუხონ: „არ შეაგინოთ, თქვენ დაგაჯარიმებენ, იმათ არა. ისე, გულში გინება ჯერჯერობით მოსულა“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა