ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
გოჩა მირცხულავა: შიო III, მიტროპოლიტი ანტონი და ისევ აფხაზეთი – მეტისმეტად ბევრი დამთხვევაა ერთსა და იმავე თემაზე

საქართველომ ესპანეთთან ბოლო წუთზე წააგო

ნახვები: 588 საქართველომ ესპანეთთან ბოლო წუთზე წააგო

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველო ბოლომდე ეომა ესპანეთს, მაგრამ ვერაფერს გააწყო და ბოლო წუთზე 1:2 წააგო.

ვილი სანიოლიმ სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებას მიმართა და უნდა ითქვას, რომ ჩვენი გუნდი მსოფლიოს ერთ-ერთ გრანდ პირველი ტაიმი თანაბრად ეთამაშა, ანგარიშით კი, სულაც მოუგო.

შესვენებაზე გასასვლელად ემზადებოდნენ, როდესაც ხვიჩა კვარაცხელიამ ოთარ კიტეიშვილის პასის შემდეგ ანგარიში გახსნა.

ლუის ენრიკემ შესვენებაზე ცვლილებებს მიმართა და გაამართლა კიდეც. პირინეელები ანტრაქტის შემდეგ მაგრად მოგვაწვნენ და თითქმის მთელი ტაიმის მანძილზე მეტოქის ნახევარზე არ გადავსულვართ.

56-ე წუთზე ფერნან ტორესმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მატჩის მიწურულს ჩვენ კართან ძალიან „დაცხა". ესპანეთს ზედიზედ მეორე მატჩის ფრედ დამთავრება არ სურდა და მთელი ძალებით შემოგვიტია და მსაჯის მიერ კონპესირებულ დროში დანი ოლმომ გამარჯვების გოლი გაგვიტანა.

ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები უქულოდ ბოლო ადგილზეა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა