დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს – „მიგრანტებმა ქვეყანა ხელში ჩაიგდეს“
ევროკომისია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: სასამართლო სისტემის შემაშფოთებელი ინსტრუმენტალიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს
საფრანგეთში არეულობების გამო ქალაქების მერებს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიეცათ
ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

უკრაინაში რუსეთს მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვს, ეს ტრაგედიაა-დიმიტრი პესკოვი

ნახვები: 518 უკრაინაში რუსეთს მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვს, ეს ტრაგედიაა-დიმიტრი პესკოვი

უკრაინაში რუსეთს მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვს, ეს ტრაგედიაა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა „სქაი ნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა.

მან ასევე თქვა, რომ რუსეთის ხელისუფლებას იმედი აქვს, „სპეცოპერაცია უკრაინაში დასახულ მიზნებს უახლოეს დღეებში მიაღწევს".

პესკოვმა „სქაი ნიუსის" ეთერში ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვის შესახებ ინფორმაციას „სიყალბე" უწოდა. მისივე თქმით, ბუჩადან გავრცელებული კადრები ინსცენირებული იყო.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა არ უპასუხა კითხვას, რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში.

მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში ომი არ არის და რუსეთის სპეციალური ოპერაციის ჩატარება აუცილებელი იყო, რადგან 2014 წლიდან უკრაინა ანტირუსულ ცენტრად გადაიქცა.

პესკოვი ასევე ამტკიცებს, რომ კიევიდან და ჩერნიგოვის ოლქიდან გასვლა კრემლის მხრიდან კეთილი ნების ჟესტი იყო.

ამავდროულად, პესკოვმა თქვა, რომ „რუსეთი მარიუპოლს ადრე თუ გვიან გაათავისუფლებს ნაციონალისტური ბატალიონებისგან". მისივე თქმით, მარიუპოლი არის ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ნაწილი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა