ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces
Russia will pay the price for strikes on Pryluky and Kramatorsk – Zelensky
Khmara, Pistorius discuss Ukraine's key needs to protect critical infrastructure
UK to provide GBP 54M in winter support to Ukraine

ოკუპანტები ომამდე რუსეთში ევაკუირებულ მოქალაქეებს დონეცკში აბრუნებენ-დენისოვა

ნახვები: 555 ოკუპანტები ომამდე რუსეთში ევაკუირებულ მოქალაქეებს დონეცკში აბრუნებენ-დენისოვა

უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა აცხადებს, რომ ოკუპირებული დონეცკის რეგიონიდან ომის დაწყებამდე რუსეთში იძულებით ევაკუირებულ მოსახლეობას ახლა კვლავ დონეცკში აბრუნებს.

"რუსული სტუმართმოყვარეობა" - ოკუპანტი უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც იძულებით გადაიყვანეს რუსეთის ფედერაციაში დონეცკის რეგიონში აბრუნებენ, სადაც აქტიური შეტაკებები გრძელდება", - წერს უკრაინის სახალხო დამცველი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე, 18 თებერვალს თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ პრეზიდენტმა დენის პუშილინმა დონეცკის რეგიონიდან ადგილობრივი მოსახლეობას რუსეთში ევაკუაცია გამოაცხადა, მათ შორის ძირითადად ქალები, ბავშვები, მოხუცები და შშმ პირები იყვნენ.

დენისოვა აცხადებს, რომ ახლა ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ ხელისუფლებამ იძულებით ევაკუირებული ხალხის კვლავ დონეცკში დაბრუნების შესახებ რუსეთისგან განკარგულება მიიღო.

„ახლა დროებით ოკუპირებული დონეცკის რეგიონის ოკუპანტმა ხელისუფლებამ მიიღო განკარგულება, რუსი ხელმძღვანელობისგან, რომ დააბრუნოს ხალხი იმ დასახლებებში სადაც რეგისტრირებულები არიან დროებით ოკუპირებული დონეცკის რეგიონის ტერიტორიაზე", - აცხადებს უკრაინის სახალხო დამცველი.

დენისოვას თქმით, მოქალაქეების იძულებით დაბრუნება შეტაკებების ადგილებში პირდაპირ არღვევს ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და შესაძლოა გამოიწვიოს უკრაინის მოქალაქეების მკვლელობა.

უკრაინის სახალხო დამცველი გაეროს კომისიას მიმართავს, რომ გამოიძიოს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები უკრაინაში რუსული ჯარის შემოჭრის განმავლობაში და ითხოვს ექსპერტთა მისიას, რომელსაც ეუთოს წევრი ქვეყნები მოსკოვის მექანიზმის მიხედვით შექმნიან.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა