ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

ექსკლუზივი: მძინარეს თავს დაესხა და ჭრილობები ნაჯახით მიაყენა - ქობულეთში ახალგაზრდა კაცის დაჭრის ახალი დეტალები

ნახვები: 557 ექსკლუზივი: მძინარეს თავს დაესხა და ჭრილობები ნაჯახით მიაყენა - ქობულეთში ახალგაზრდა კაცის დაჭრის ახალი დეტალები

 

ქობულეთის სოფელ ლეღვაში, ჩეხედანას უბანში  29-წლის კაცს, მეზობელმა ნაჯახით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. დაშავებული, ქობულეთის “ევექსის” ჰოსპიტალშია მოთავსებული. ჩაუტარდა ოპერაცია-მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„ნეიშენ ჯორჯია“-ს ოჯახის ახლობელი უყვება, რომ 21 წლამდე ახალგაზრდა, რ.გ.

თავს დაესხა 29 წლამდე მამაკაცს ნ.ხ-ს და მრავლობითი ჭრილობა ნაჯახით მიაყენა.

„ეს ბიჭი ჩვენი მეზობლის შვილიშვილია, ღამის საათები იყო, ყველას გვეძინა როცა ამბავი მოხდა. მოუპარია ნაჯახი სახლიდან, იმ სახლამდე სადაც დაზარალებული ცხოვრობს 4 სახლის გავლა უწევს, მაგრამ ვერავინ შევამჩნიეთ ისე მივიდა, იმიტომ რომ ღამის საათები იყო. მძინარეს შეუვარდა და ჭრილობები ფეხზე ნაჯახით მიაყენა“,-განაცხადა ოჯახის ახლობელმა

შევეცადეთ, ეჭვმიტანილის ოჯახს დავკავშირებოდით, თუმცა ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

როგორც ეჭვმიტანილის ოჯახის  ახლობელი „ნეიშენ ჯორჯია“ -თან ყვება, რ.გ. ოჯახი საზღვარგარეთ სამუშაოდაა წასული, ხოლო ეჭვმიტანილი ამჟამად დედის ოჯახში ბებიასთან ცხოვრობდა.

„ოჯახი პოლონეთში სამუშაოდაა წასული, ბავშვი ლეღვაში, ბებიასთან ყავდათ დატოვებული.“-განაცხადა ოჯახის ახლობელმა.

რაც შეეხება დაჭრის მიზეზს, როგორც ოჯახის ახლობელი საუბარში აღნიშნავს,

ეჭვმიტანილმა ერთ-ერთ მიზეზად ბულინგი დაასახელა.

„როგორც ბავშვი ყვება, ეს ბიჭი მუდამ აბულინგებდა და ამიტომ გადაწყვიტა, მისი დაშინების მიზნით ეს საშინელება გაეკეთებინა. როგორც ამბობს ჭკუა ესწავლებინა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ნანობს, რადგან აფექტურ მდგოამარობაში იყო. არ ვიცი რა მოხდება. მთავარია, რომ დაზარელებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.“,-განაცხადა ოჯახის ახლობელმა.

ცნობისთვის,  ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 117-ე მუხლით მიმდინარეობს რაც ჯანმრთელობის განძრახ, მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

ავტორი: ალექსანდრე გაბუნია

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა