დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს – „მიგრანტებმა ქვეყანა ხელში ჩაიგდეს“
ევროკომისია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: სასამართლო სისტემის შემაშფოთებელი ინსტრუმენტალიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს
საფრანგეთში არეულობების გამო ქალაქების მერებს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიეცათ
ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ რუსეთი ოფიციალურად უნდა აღიაროს ტერორისტ სახელმწიფოდ-ზელენსკი

ნახვები: 519 მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ რუსეთი ოფიციალურად უნდა აღიაროს ტერორისტ სახელმწიფოდ-ზელენსკი

მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ რუსეთი ოფიციალურად უნდა აღიაროს ტერორისტ სახელმწიფოდ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი ვიდეომიმართვისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ იპოვონ თითოეული რუსი სამხედრო, რომელმაც კიევის ოლქში სამხედრო დანაშაული ჩაიდინა და მათ პასუხისგებაში მისცემენ.

„ვმუშაობთ იმაზე, რომ რუსეთის ყველა სახელმწიფო მოღვაწემ, ვინც მხარს უჭერს ამ სამარცხვინო ომს, მიიღოს ლოგიკური სასანქციო პასუხი დემოკრატიული სამყაროსგან. რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ უნდა იქნას აღიარებული, რუსეთის შეიარაღებული ძალები კი, ტერორისტულ ორგანიზაციად.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებს სულ უფრო უკეთ ესმით, რა და როდის სჭირდება უკრაინას რუსი ოკუპანტებისგან თავის დასაცავად.

„ევროკავშირში სანქციების მეექვსე პაკეტზე მუშაობა მიმდინარეობს. ეს დღეს შარლ მიშელთან განვიხილეთ. მუშაობა იმაზე, რომ რუსეთის სამხედრო მანქანისა და მთლიანად რუსეთის სახელმწიფოსთვის ის ნამდვილად მტკივნეული იყოს. თითოეულ მოლაპარაკებაზე მოვუწოდებ, რომ სანქციები საჭიროა არა როგორც მიზანი, არამედ როგორც პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც რუსეთს მშვიდობისკენ უბიძგებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა