ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces
Russia will pay the price for strikes on Pryluky and Kramatorsk – Zelensky
Khmara, Pistorius discuss Ukraine's key needs to protect critical infrastructure
UK to provide GBP 54M in winter support to Ukraine

პოლარიზაცია პოლიტიკურ ცხოვრებაში ჯერ კიდევ არის - ჰარცელი

ნახვები: 555 პოლარიზაცია პოლიტიკურ ცხოვრებაში ჯერ კიდევ არის - ჰარცელი

პოლარიზაცია პოლიტიკურ ცხოვრებაში ჯერ კიდევ არის, თუმცა იმედია, უკრაინაში რუსეთის აგრესია და ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი აღიქმება საფუძვლად, რომელზეც შეიძლება, პოლარიზაცია დაიძლიოს, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.

კარლ ჰარცელი აღნიშნავს, რომ არსებულ პოლარიზაციაზე დიდი ხანია, საუბრობს.

„ამის შესახებ უკანასკნელი სამ წელიწად-ნახევარია ვსაუბრობ, მას შემდეგ, რაც აქ ჩამოვედი. ერთი მხრივ, მე ვხედავ ბევრ საერთო მიზნებს სტრატეგიულ მიმართულებასთან დაკავშირებით. ეს ეხება ევროკავშირთან დაახლოების სურვილს და ევროკავშირში საქართველოს გაწევრების განაცხადის მხარდაჭერას. ამ საკითხებთან დაკავშირებით ვხედავ ძლიერ საერთო ინტერესს. ასეთი საერთო ინტერესი აქვს პოლიტიკური პარტიების უმრავლესობას, თუ არა ყველას, რასაც ზურგს უმაგრებს საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი.

მიუხედავად ამისა, ჩვენ ჯერ კიდევ უნდა ვნახოთ, რომ ეს საერთო მიზნები, რომლებიც მოითხოვს მუშაობას სხვადასხვა პოლიტიკურ მხარეებს შორის, გამოიღებს შედეგს. მე ჯერ კიდევ ვხედავ დიდ პოლარიზაციას და ეს ფაქტია აქ, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. თუმცა იმედი მაქვს, რომ რუსეთის აგრესია უკრაინაში და ევროკავშირის წევრობის განაცხადის გაკეთება აღიქმება, როგორც საფუძველი, რომელზეც შეიძლება, დაფუძნდეს საერთო ინტერესები და პოლარიზაცია დაძლეული იყოს. მაგრამ მე მხოლოდ იმედს გამოვთქვამ და პროგნოზს არ ვაკეთებ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა