ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ნიკოლოზ სამხარაძე - არესტოვიჩმა ნათელი მოჰფინა ყველაფერ იმას, რაც ბოლო კვირებში ხდებოდა

ნახვები: 521 ნიკოლოზ სამხარაძე - არესტოვიჩმა ნათელი მოჰფინა ყველაფერ იმას, რაც ბოლო კვირებში ხდებოდა

ალექსეი არესტოვიჩმა ძალიან გულწრფელი განცხადება გააკეთა და ნათელი მოჰფინა ყველაფერ იმას, რაც ბოლო კვირების განმავლობაში ხდებოდა. ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.  სამხარაძემ კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებაზე სადაც ის აღნიშნავს: „მოლდოვისა და საქართველოს ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები, სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას“.

ნიკოლოზ სამხარაძის განმარტებით, არესტოვიჩმა ღიად თქვა, სააკაშვილი რომ ხელისუფლებაში იყოს, საქართველო ომში იქნებოდა ჩართული.

„მან პირდაპირ, ღიად თქვა, რომ სააკაშვილი რომ იყოს ხელისუფლებაში, საქართველო ჩართული იქნებოდა ომში, რაშიც არესტოვიჩს აბსოლუტურად ვეთანხმები. მან დაადასტურა დანილოვის ის განცხადებაც, იქნებ, ომის სიმძიმე სხვა ქვეყანაზე გადანაწილდესო. ამ შემთხვევაში, ხშირად ტანდემში საქართველო და მოლდოვა არიან მოხსენიებული. გასაგებია, რომ უკრაინა იბრძვის და რუსული აგრესიის მსხვერპლი არის, მაგრამ მეგობარ და პარტნიორ ქვეყანას რომ მოსთხოვო, ომში ჩაერთოს და გაწიროს მშვიდობიანი მოსახლეობა, ქალაქები დასაბომბად, არ მგონია, სწორი საქციელი იყოს. უკრაინის გადმოსახედიდან გასაგებია, რომ მათთვის უკეთესია, რაც უფრო მეტი ქვეყანა იქნება ჩართული ომში. ალბათ, მათი გადმოსახედიდან ეს სწორი პოზიციაა, მაგრამ საქართველოში „ნაცმოძრაობის“ გარდა ომში ჩაბმა არავის უნდა, რადგან ეს ყველაფერი ჩვენს თავზე გამოვცადეთ. რუსეთთან ომი არა მხოლოდ 2008 წელს, არამედ 90-იან წლებშიც გამოვცადეთ“, – განუცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველ არხს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა